საქართველოს სამხედრო გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
შედარებითი აქტიური მიმოსვლა იწყება [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] II ნახევრიდან. ამავე პერიოდიდან გზისადმი ინტერესს იჩენს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] სამხედრო უწყება. რუსეთსა და ამიერკავკასიას შორის ურთიერთობა ძირითადად ამ გზით ხორციელდებოდა.
 
[[ფაილი:River Terek map old.jpg|მინი|მდინარე თერგის რუკა 1774 წელს]]
[[1769]] წელს, პირველად რუსულმა ჯარმა გადმოლახა [[დარიალი]] და შემოვიდა გრაფ [[გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი|ტოტლებენის]] მეთაურობით როდესაც საქართველოში მოემართებოდა [[ერეკლე II|ერეკლე მეფის]] დასახმარებლად [[ოსმალეთი|ოსმალების]] წინააღმდეგ საბრძოლველად. მაშინ გრაფ ტოტლებენის დაქვემდებარებაში იყო ტომსკის ფეხოსანთა რაზმი, კარაბინერების 2 ესკადრონი, გუსართა 2 ესკადრონი, დონის 200 კაზაკი, 300 კალმიკი და 12 ქვემეხი თავისი მომსახურე პერსონალით. [[1769]] წელს [[მოზდოკი|მოზდოკში]] ჩასულმა ტოტლებენმა დაატუსაღა ყველა ოსი ზედამხედველი და მოსთხოვა მათ თერგზე გზის მოწყობა და ხიდების აშენება. აღნიშნულმა შედეგი გამოიღო და იმავე წელს რუსეთის ჯარი გადმოვიდა და გამოიზამთრა [[საქართველო]]ში.