ერმალოზ კალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ერმალოზ კალაძე''' (დ. [[1888]], [[ოჭოფა]], [[ქუთაისის მაზრა]] — გ. [[12 დეკემბერი]], [[1958]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსი, [[საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი]].
 
==ბიოგრაფია==
ერმალოზ კალაძე დაიბადა [[1888]] წელს, [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[ოჭოფა|ოჭოფაში]].
 
საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "[[მენშევიკები|მენშევიკების]]"ს“ ფრაქციის წევრი [[1905]] წლიდან. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. [[1917]] წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად; მსახურობდა არმიაში რიგით ჯარისკაცად. [[1919]] წლის [[12 მარტი|12 მარტიდან]] არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის ფამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი. [[1917]]-[[1921]] წლებში იყო საქართველოს [[სახალხო გვარდია|სახალხო გვარდიის]] [[შორაპანი|შორაპანის]] შტაბის წევრი. [[1921]] წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. [[1921]] წელს დააპატიმრეს [[ქუთაისი]]ს პოლიტბიუროს განკარგულებით. [[1923]] წელს განაცხადა, რომ კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან, რის გამოც დადებითი შეფასება მისცეს. ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში.
 
==ლიტერატურა==
* ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 264, თბ., 2016
 
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
{{DEFAULTSORT:ერმალოზკალაძე, კალაძეერმალოზ}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 1888]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 12 დეკემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1958]]
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერმალოზ_კალაძე“-დან