უინსტონ ჩერჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მNo edit summary იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
||
ხაზი 44:
| მემკვიდრე5 =
}}
'''
უინსტონ ჩერჩილი [[გაერთიანებული სამეფო]]ს ისტორიაში შევიდა, როგორც [[XX საუკუნე|XX]] საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|დედოფალი ვიქტორიიდან]], დამთავრებული [[ელისაბედ II|ელისაბედ მეორეთი]]. მონაწილეობდა [[ანგლო–სუდანის ომი|ანგლო–სუდანის ომში]]. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.
ხაზი 126:
}}
== ჩერჩილი ატრაკებდა და უხაროდა ==
=== პრემიერ-მინისტრობა პირველი ვადით (1940-45) ===
1940 წლის მაისში, პარლამენტში გამართულმა დებატებმა ნორვეგიული კრიზისის შესახებ ჩემბერლენისადმი ნდობის შერყევა გამოიწვია. 1940 წლის 10 მაისს მეფე [[ჯორჯ VI]] ჩერჩილი პრემიერ მინისტრად და თავდაცვის მინისტრად დანიშნა. მეტად სენტიმენტალურად აღწერს ამ ფაქტს ჩერჩილი თავის ნაშრომში „მეორე მსოფლიო ომი“: „10 მაისის ღამეს მე მივიღე უმაღლესი ძალაუფლება სახელმწიფოში, იმ ღამით 3 საათზე დავიძინე, საოცარად იმედიანად ვგრძნობდი თავს, ისე მიმაჩნდა თითქოს მთელი განვლილი ცხოვრება იყო მზადება ამ მომენტისათვის. ჩემი გაფრთხილებები ბოლო 6 წლის განმავლობაში იმდენად გამართლდა, რომ ახლა ვერავინ შემეწინააღმდეგება.“ თავდაპირველად მინისტრები მას სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს ეჭვები თავისი შრომისუნარიანობით მალევე გაფანტა.<ref>Sheila Lawlor-Churchill and the Politics of War 1040-1941, Cambridge University Press </ref>
ჩერჩილმა სასწრაფოდ ჩამოაყალიბა კოალიციური კაბინეტი, რომელშიც გააერთიანა ლიდერები ლეიბორისტული, ლიბერალური და კონსერვატიული პარტიებიდან. მან წამყვან პოზიციებზე ინტელიგენტი და ნიჭიერი ადამიანები დანიშნა. ჩერჩილი ნაცისტების დომინირებას წარმატებით უმკლავდებოდა, მან საფუძველი დაუდო [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთი]]-[[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]- [[საბჭოთა კავშირი]]ს ალიანსს. 1930-იან წლებში ჩერჩილს ჰქონდა ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტ [[ფრანკლინ დელანო რუზველტი|ფრანკლინ რუზველტთან]], რომელიც 1941 წლის მარტში [[ლენდ-ლიზი|ლენდ-ლიზის]] პროგრამაში ჩაერთო, რაც ამერიკის მიერ ბრიტანეთისათვის საბრძოლო საქონლის მიწოდებას გულისხმობდა.<ref name=":0" />
=== ოპოზიციაში (1945-51) ===
შემდგომი 6 წლის განმავლობაში ჩერჩილი ოპოზიციაში იყო. მიუხედავად ამისა, მას კვლავ ჰქონდა გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე. 1946 წლის მარტში, როდესაც ამერიკაში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა სიტყვით, ეს იყო გამაფრთხილებელი სიტყვები, რომელიც ეხებოდა „[[რკინის ფარდა]]ს“ და საბჭოთა კავშირის გავლენას აღმოსავლეთ ევროპაზე.
|