ალექსანდრე ყიფშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სოფელ წვერში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო [[თბილისის სასულიერო სმეინარიასემინარია]]ში. 1882 წლის აპრილში სასულიერო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს მიეცათ უფლება, სწავლა განეგრძოთ საერო უმაღლეს სასწავლებლებში. ყიფშიძემ ატესტატის მისაღებად გამოცდები გაიარა თბილისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში და 1884 წელს ჩააბარა [[ხარკოვი|ხარკოვის]] [[უნივერსიტეტი|უნივერსიტეტის]] ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1888 წელს. როგორც გიმნაზიის კურსდამთავრებულს, დაენიშნა 25 მანეთი თვიური სტიპენდია იმ პირობით, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ განათლების უწყებაში დაიწყებდა მუშაობას, მაგრამ 1888 წელს სამშობლოში დაბრუნებულ ყიფშიძეს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა იანოვსკიმ არ მისცა მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება.
 
ყიფშიძე იძულებული გახდა, მოეძებნა სახელმწიფო სამსახური. მუშაობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში და სხვ. ყიფშიძემ სამწერლო საქმიანობა ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს დაიწყო, აქვეყნებდა კორესპონდენციებს გაზეთ „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“. 1884 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა საყმაწვილო ჟურნალ „ნობათში“. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული სისტემატურად თანამშრომლობდა გამოცემებთან „ცნობის ფურცელი“, „მეგობარი“, „საქართველო“, „მოამბე“, „ერი“. 1889 წლიდან გახდა [[ივერია (გაზეთი)|„ივერიას“]] მუდმივი თანამშრომელი. იყო ჟურნალ „კლდისა“ და გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი.