დჰარამსალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''დჰარამსალა'''
 
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ქალაქი}}
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2018 წლის 14 დეკემბერი}}
[[File:Dharamsala Montage.png|thumb|დაჰარამსალას ხედები]]
'''დჰარამსალა'''
'''დჰარამსალა''' ([[ჰინდი]]धर्मशाला, [[ტიბეტური]] དྷ་རམ་ས་ལ་) — ქალაქი ინდოეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატშის კანგრას ოლქში.
==ეტიმოლოგია==
დჰარამსალას დასახელება წარმოდგა სანსკრიტული სიტყვების დჰარმასა (धर्म) და შალასაგან (शाला), რომელიც ითარგმნება დაახლოებით, როგორც „სულიერი საცხოვრებელი“ ან უფრო ზუსტად, როგორც „[[საკურთხეველი]]“.
 
ჰინდი ენაზე დჰარამსალა ნიშნავს თავშესაფარს ან სასტუმრო სახლი მომლოცველთათვის. ტრადიციულად, ასეთი „დჰარამსალები“ შენდებოდა სასულიერო ცენტრებთან ახლოს (ჩვეულებრივ, მოშორებულ ადგილებში), რათა უზრუნველეყოთ დასასვენებელი ადგილი მომლოცველთათვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალაქმა დასახელება მიიღო ერთ-ერთი ასეთი ცნობილი დჰარამშალას სიახლოვესთან მდებარეობის გამო.
 
==ისტორია==
დჰარამსალას ისტორია უძველესი დროიდან დაკავშირებულია [[ინდუიზმი|ინდუიზმთან]] და [[ბუდიზმი|ბუდიზმთან]].
 
XVIII სს. ტიბეტიდან დევნილები აშენებდნენ აქ მრავალ მონასტერს, თუმცა ითვლება, რომ მონასტრებს ტრადიციული ინდუსური შენობების სახე ჰქონდა. აქ ადგილობრივი მოსახლეობა (ე.წ. გადები) თითქმის მთლიანად [[ინდუსი]]ა. აქ გავრცელებულია ძირითადად [[შივა]]ს და [[დურგა]]ს კულტები.
 
1848 წელს ეს რაიონი დაიპყრეს ინგლისელებმა და ერთი წლის შემდეგ ქალაქში განლაგდა სამხედრო გარნიზონი. 1852 დჰარამსალა გახდა კანგრის ოლქის ადმინისტრაციული დედაქალაქი და ბრიტანელთა შორის პოპულარული სამთო სადგური (კურორტი).
 
1905 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქი მთლიანად დაინგრა, დაახლოებით 20 000 ადამიანი გარდაიცვალა. მიწისძვრის შემდეგ, სამთავრობო დაწესებულებები გადავიდა ქალაქ [[შიმლა]]ში, რომელიც ტექტონიკური ძვრების ზოლზე არ მდებარეობს და აქ სეისმოსაშიშროების საფრთხე ნაკლებია. დჰარრამსალაში ამჯამადაც ხდება მცირე სიმძლავრის მიწისძვრები.
 
1959 წელს [[დალაი ლამა XIV]] დატოვა [[ტიბეტი]], ხოლო 1960 წელს [[ინდოეთი]]ს პრემიერ-მინისტრ [[ჯავაჰარლალ ნერუ]]სგან მიიღო მიწვევა - დჰარამსალაში ტიბეტის ხელისუფლების სამუშაოდ და საცხოვრებლად. დღემდე აქვე ტარდება ტიბეტის საკანონმდებლო ორგანოს - ტიბეტის სახალხო დეპუტატთა ასამბლეის სესიები.
 
მას შემდეგ მრავალი ტიბეტელი დევნილი დასახლდა ქალაქში. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქის ზედა ნაწილში, ზემო დჰარამსალაში (მაკლეოდ-განჯში). აქ მათ დააფუძნეს მონასტრები, ეკლესიები, სკოლები. ქალაქს ზოგჯერ „მცირე ლჰასას“ უწოდებენ, ის აგრეთვე გახდა ტურისტული და კომერციული ცენტრი.
 
2002 წლიდან დჰარამსალაში ტარდება კონკურსი „მის ტიბეტი“.
 
==ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება==
[[File:Dharamsala-valley.jpg|thumb|დჰარამსალას ხედი მაკლეოდ-განჯიდან]]
ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 1457 მ. სიმაღლეზე, მისი ფართობი შეადგენს — 8,51 კმ². დჰარამსალა განლაგებულია კანგრის ხეობაში, დაულადარის ქედის ძირში. ქალაქი მკვეთრად არის გაყოფილი ორ ნაწილად: ქვედა დჰარამსალა (ადმინისტრაციული და საქმიანი ცენტრი) და ზედა დჰარამსალა (მაკლეოდ-განჯი). მაკლეოდ-განჯი მდებარეობს გზიდან 9 კმ. ის მოშორებით 460 მ. სიმაღლეზე. აქ მდებარეობს დალაი-ლამას რეზიდენცია. ქალაქის ეს უბანი ქვედა ნაწილს უკავშირდება მხოლოდ ვიწრო გზით, რომელზე მგზავრობაც შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით ან მცირე ზომის ავტომობილით. მაკლეოდ-განჯი მდებარეობს [[ფიჭვი|ფიჭვნარში]], [[ჰიმალაი]]ს [[მუხა|მუხებსა]] და როდოდენდრონთა გარემოცვაში. ხეობის ქვედა ნაწილში გავრცელებულია [[ბრინჯი]]ს, [[ჩაი]]ს და [[მარცვლეული]]ს [[პლანტაცია|პლანტაციები]].
==კლიმატი==
ქალაქის კლიმატი სუბტროპიკულია. განიცდის [[მუსონი|მუსონების]] გავლენას. ზაფხული იწყება აპრილის დასაწყისში და გრძელდება ივნისის შუა რიცხვებამდე. მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა ივნისის დასაწყისში არის 36 °C. ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება მუსონური სეზონი. ამ პერიოდში ნალექების რაოდენობა შეადგენს 3000 მმ. რაც დჰარამსალას შტატის ერთ-ერთ ყველაზე ტენიან ადგილად აქცევს. შემოდგომა გრძელდება ოქტორმბრიდან ნოემბრის ბოლომდე. შემოდგომაზე საშუალო ტემპერატურა უტოლდება 16-17 °C-ს. ზამტარი იწყება დეკემბერში და გრძელდება თებერვლის ბოლომდე. ზედა დჰარამსალისთვის თოვლი ჩვეულებრივი მოვლენაა, ქალაქის ქვედა ნაწილში კი თოვლი თითქმის არ მოდის. ზამთრის მიწურულს კი კვლავ იწტყება მოკლე და სასიამოვნო გაზაფხული. დაულადარის ქედი ჩვეულებრივ, მთელი წლის მანძილზე დაფარულია თოვლით, თუმცა უკანასკნელ დროს ის კარგავს თოვლის საბურველს გამომშრალ პერიოდებში.
 
ქალაქში სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა.
==მოსახლეობა==
2001 წლის აღწერების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 19 034. აქედან, მამაკაცი — 55 %, ქალი — 45 %. განათლების დონე — 77 %, რაც განათლების საერთო-ეროვნული დონის 59,5 % მაჩვენებელია. დჰარამსალაში განათლების დონე მამაკაცთა შორის — 80 %, ქალთა შორის — 73 %, მოსახელობის 9 % 6 წელზე უმცროსი ასაკისაა.
 
ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 5000 ტიბეტელი დევნილი.
 
==ტრანსპორტი==
[[File:Dharamsala map.png|thumb|დჰარამსალას შემოგარენი]]
უახლოესი აეროპორტი მდებარეობს დჰარამსალადან 20 კმ. ქალაქ კანგრის სიახლოვეს. ტურისტების უმრავლესობა მოძრაობს რკინიგზის და ავტობუსების საშუალებით.
 
დელიდან ყოველდღიურად გამოდის ტურისტური ავტობუსები, ავტობუსის გასვლა ხდება დაახლოებით საღამოს 19 სთ-ზე და მაკლეოდში ჩასვლა დაახლოებით დილის 6-7 სთ-ზე.
 
3,5 სთ სჭირდება ტაქსით დჰარამსალადან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე ჩოკი-ბანკამდე მისვლას.
==ღირსშესანიშნაობები==
* დალაი-ლამა XIV-ს რეზიდენცია.
* რეზიდენციის სიახლოვეს ცუგლაკანგის [[მონასტერი]].
* ბაგსუს დასახლებასთან მდებარე [[ჩანჩქერი]].
* ბიბლიოთეკა, ტიბეტური წიგნების დიდი საცავი.
* საჰაჯი-იოგის ტაძარი. მის გზაზე მდებარეობს წმინდა ტბა.
* დჰარამკოტი, მდებარეობს 14 კმ. სიმაღლეზე.
* კარმაპის რეზიდენცია.
* ტიბეტური მედიცინისა და ასტროლოგია მენ-ცი-კანის ინსტიტუტი.
* ტიბეტური ენისა და კულტურის შენარჩუნების ნორბულინკის ინსტიტუტი.
== გალერეა ==
<gallery>
</center>
Image:Dharamsala_(North_India)_(414208101).jpg|ტიბეტური ბუდიზმის მიმდევარი
Image:Cloudy_Triund,_above_Mcleod_Ganj,_Himachal_Pradesh.jpg| მაკლეოდ-განჯი, ღრუბლიანი ამინდი
Image:Dharamshala_03.jpg|დაულადარის ქედები
Image:Kalachakra_Temple.jpg|სავაჭრო ბაზარი
Image:Bhagsu%27s_water_fall,_McLeod_Ganj,_Dharamsala.jpg|ბაგსუს ჩანჩქერი
Image:Tibetan_Library_Dharamsala.jpg|დჰარამსალას ტიბეტური ბიბლიოთეკა
Image:Pejas,_scriptures_of_Tibetan_Buddhism,_at_a_library_in_Dharamsala.jpg|ბუდისტური ტექსტების ხელნაწერები დჰარამსალას ტიბეტურ ბიბლიოთეკაში.
Image:View_from_Trans_Point,_Khadota.jpg|დჰარამსალას ხედი
Image:Dhauladhar_ranges_in_the_background-_Trekkers_resting_a_bit_I_IMG_7165.jpg|დაულადარის ხედი
Image:Triund_hill_campsite.jpg|ტურისტული ბანაკი დაულადარის სიახლოვეს
Image:McLeod Ganj main street.jpg|მაკლეოდ-განჯის მთავარი ქუჩა
Image:Looking down over Dharamsala and Beas River.jpg|ხედი დარამკოტიდან: მაკლეოდ-განჯი, ქვემო დჰარამსალა და მდინარე ბიასი. ალფრედ ჰოლეტის ესკიზი, 1980
</center></gallery>
==რესურსები ინტერნეტში==
*[https://web.archive.org/web/20070113110532/http://www.dalailama.com/page.161.htm დალაი-ლამას საიტის გზამკვლევი]
*[http://www.mcllo.com/ მოგზაურობა და კულტურა დჰარამსალაში]
[[კატეგორია:ტიბეტური ბუდიზმი]]
[[კატეგორია:ინდოეთი]]
[[კატეგორია:ინდოეთის ქალაქები]]
[[კატეგორია:ქალაქები ანბანზე]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დჰარამსალა“-დან