მადამ დე მონტესპანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{Subst:L}} {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ფრანსუაზ ათენა დე როშეშუა...
 
No edit summary
ხაზი 25:
 
== ადრეული წლები ==
[[ფაილი:Madame de Montespan c1660.jpg|მარცხნივ|მინი|378x378პქ|ფრანსუაზი დაახლოებით 1660 წელს]]
=== ღრმა ბავშვობა ===
 
=== ღრმა ბავშვობა ===
ფრანსუაზ ათენა დაიბადა 1640 წლის 5 ოქტომბერს ლუზაკ-ლე-შატოში (თანამედროვე ვიენის დეპარტამენტი, პუატუ-შარანტის რეგიონი), საფრანგეთში. პატარა ფრანსუაზს ოფიციალურად მადმუაზელ დე ტონაი-შარანტს უწოდებდნენ, როგორც ორი უძველესი და გავლენიანი ფრანგული არისტოკრატიული საგვარეულოს შთამომავალს. იგი იყო მორტემარისა და ტონაი-შარანტის ჰერცოგ გაბრიელ დე როშეშუარისა და მისი მეუღლის, დიანა დე გრანდზეინეს ქალიშვილი. ფრანსუაზის დედა, მადმუაზელ დიანა იყო საფრანგეთისა და ნავარის დედოფალ ანა ავსტრიელის სეფექალი.
 
ფრანსუაზი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდანვე იზრდებოდა სამეფო კარზე. იგი დედას დაჰყვებოდა ლუვრის სამეფო კარზე და ბევრ რამეს ითვისებდა. როდესაც მას 12 წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა ფორმალური განათლების მისაღებად ფრანსუაზი და მისი და, გაბრიელა წმინდა მარიამის სახელობის სააბატოში გააგზავნეს. იქ ჩასვლიდან სულ ერთ კვირაში გაბრიელა იმდენად მოიხიბლა ქრისტიანული რწმენით, რომ მონაზვნად აღიკვეცა და წმინდა ცხოვრებას მიჰყო ხელი, რასაც ვერ ვიტყვით მის დაზე, რომელსაც დიდად არ აინტერესებდა რელიგიური დოგმების დაცვა. ფრანსუაზ ათენას და-ძმები იყვნენ:
 
# გაბრიელი (1633-1693), ტანჟეს მარკიზი, ცოლად შეირთო კლაუდია ელეონორა დამას დე ტანჟე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
# ლუი ვიქტორი (1645-1688), ვივონის მარკიზი და ლუი XIV-ის ბავშვობის მეგობარი;
# მარი მადლენ გაბრიელა ადელაიდა (1645-1704), რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ათენასთან, იგი ჯერ აღიკვეცა მონაზვნად, შემდეგ კი ღვთისმშობლის სააბატოს აბატისაც გახდა;
 
20 წლის ასაკში ფრანსუაზ ათენა ხდება საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმის ცოლის, ორლეანის ჰერცოგინია ჰენრიეტა ანა ინგლისელის ფრეილინა, რომელმაც მას მადამის წოდება უბოძა. ამის შემდეგ, ფრანსუაზის დედისა და საფრანგეთის დედა-დედოფალ ანა ავსტრიელის ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი თვით საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის სეფექალი გახდა.
 
=== ქორწინება ===
1663 წლის 28 იანვარს ფრანსუაზ ათენა ცოლად შერთეს მონტესპანის მარკიზ ლუი ანრი დე პარდაილანს, რომელიც მასზე ერთი წლით უმცროსი იყო. მადამ დე ლა ფაიეტის დღიურებიდან ვიგებთ, რომ ფრანსუაზისათვის ეს ქორწინება არასასურველი იყო, რადგან ამ დროს იგი შეყვარებული იყო სხვა ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ნუარმუტიეს ჰერცოგი ლუი დე ლა ტრემუალი იყო, რომელიც ფრონდაში მონაწილეობის გამო საფრანგეთიდან იქნა გაძევებული. მაშინ, როდესაც ტრემუალი ესპანეთში დუელში მოკლეს, ფრანსუაზი მონტესპანზე დანიშნეს. საქორწინო ცერემონიალი პარიზში შედგა, წმინდა ოსტატეს სახელობის სამლოცველოში. ქორწილიდან მალევე ფრანსუაზი თავის პირველ შვილდე დაფეხმძიმდა. 1663 წლის 17 ნოემბერს მან გოგონა გააჩინა, რომელსაც კრისტინა დაარქვეს. ცნობილია, რომ მიუხედავად გართულებული მშობიარობისა, ბავშვის გაჩენიდან ორ კვირაში ფრანსუაზი სამეფო ბალზე ბალეტსაც კი ცეკვავდა. როგორც აღმოჩნდა, იგი ამ დროს უკვე მეორე ბავშვზე იყო ორსულად, რომელიც ცეკვის გამო მოეშალა. ფრანსუასა და მის ქმარს სულ ორი შვილი ჰყავდათ:
 
# მარი კრისტინა (1663-1675), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, მამამისის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, გასკონიაში;
# ლუი ანტუანი (1664-1736), ანტინის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჟული ფრანსუაზ დე კრუსოლი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
 
მონტესპანების წყვილი პატარა ქალაქგარე შატოში ცხოვრობდა, ლუვრიგან შორს. სწორედ ამიტომ, ფრანსუაზს მოუწია მისი საყვარელი სამეფო კარისა და ჰენრიეტა ანა ინგლისელის ფრეილინობიდან განთავისუფლება. ლამაზ და ახალგაზრდა მადამ დე მონტესპანს მრავალი შარმი ჰქონდა. იგი ძალზედ დახვეწილი და კომუნიკაბელური იყო. იგი ძალიან ბევრ ადამიანს იცნობდა და ემეგობრებოდა, რის გამოც მას საკმაოდ ძლიერი კავშირები ჰქონდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით.
 
== სამეფო საყვარელი და აღზევება ==
=== უკანონო შვილები ===
Line 41 ⟶ 60:
=== სამეფო კარი ===
== ტიტულები ==
== შვილები ლუი XIV-თან ==
== მონტესპანი ლიტერატურასა და კულტურაში ==
== ლიტერატურა ==