ფაფელაანთ ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ფაფელაანთ ეკლესია''' — [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესია]] [[ქარელის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ჭანდრები|ჭანდრებში]]. მდებარეობს სოფლის სამხრეთით ერთ კილომეტრზე, სიმონის ველის პირას, ტყეში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი [[ფეოდალიზმი|ფეოდალური]] ხანით.
 
ეკლესია [[დარბაზული ეკლესია|დარბაზულია]] (6,3 X 4,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით; წყობაში ჩართულია სხვადასხვა ფერის (ღვინისფერი, მომწვანო, ღია იასამნისფერი) ქვები; შენობის კუთხეები და სარკმლის წირთხლები ამოყვანილია შირიმით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. შებრტყელებულ ნახევარწრიულ [[აფსიდა|აფსიდში]], ღერძიდან ოდნავ სამხრეთით ვიწრო სარკმელია. აქვეა ორი სწორკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიში]]. [[კონქი]] დამრეცია. ერთი სწორკუთხა, ბრტყელი ზღუდარით გადახურული სარკმელი დასავლეთ კედელშია. დარბაზის გრძივ კედლებს ცილინდრული [[კამარა]] ეყრდნობოდა (მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი დასავლეთ კუთხეში).