ქაიხოსრო ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21:
|გარდაცვალების თარიღი = [[25 ოქტომბერი]], [[1829]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ჩარშამბა]], [[თურქეთი]]
|ქორწინება = ნაკაშიძე, ელისაბედ ერისთავი
|შვილები =[[დიმიტრი გურიელი]], სტეფანე გურიელი, მალაქია გურიელი
|დინასტია = [[გურიელები]]
ხაზი 34:
1797 წელს ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. გადააყენა მთავარი [[ვახტანგ III გურიელი]]. ვახტანგი აგრძელებდა ბრძოლას ტახტისთვის და ასევე მისი ძმა ლევან გურიელის წინააღმდეგ. ლევანმა და ქაიხოსრომ მოილაპარაკეს და შეიპყრეს ვახტანგი, მაგრამ სოლომონ II-ის ჩარევით ქაიხოსრომ ვახტანგი გაათავისუფლა. ვახტანგმა [[ახალციხის საფაშო|ახალციხის ფაშა]] სელიმ ხიმშიაშვილს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 წელს [[სელიმ-ფაშა|სელიმმა]] იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და [[პავლე ციციანოვი]]ს თხოვნით გაათავისუფლა. 1805 წელს ქაიხოსრომ საბატონიშვილო მამული დაუბრუნა ვახტანგს, მაგრამ ეს უკანასკნელი მალე გარდაიცვალა.
 
ქაიხოსრო [[მამია V გურიელი]]ს მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. [[უჩხუბი]]დან რეზიდენცია გადაიტანა შემოქმედის ციხეში. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერება მთავრის ხელისუფლება. ამისთვის აიღო ლანჩხუთის, ბაილეთის, ლიხაურისა და ასკანის ციხეები. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს [[გეორგიევსკის ტრაქტატი]]ს პირობების მიხედვით. მან 1804 წელს ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს [[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის შეთანხმებით]] რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ ქაიხოსრო გურიელმა 1804 წლის 29 მაისს მიიღო. 1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა და მმართველობა მისივე აღზრდილ [[მამია V გურიელი|მამია გურიელს]] გადააბარა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური [[ივანე აბაშიძე (გ. 1822)|ივანე აბაშიძე]]. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.
 
==ოჯახი==
==შვილები==
ქაიხოსროს ცოლად ჰყავდა [[ნაკაშიძეები|ნაკაშიძის]] ქალი, მაგრამ მას გაეყარა. ამის გამო ნაკაშიძეები ტახტისთვის ბრძოლაში [[ვახტანგ III გურიელი]]ს მხარეს დადგნენ. ქაიხოსრომ მეორე ცოლად [[საჯავახო (მხარე)|საჯავახოელი]] ქაიხოსრო ერისთავის ასული ელისაბედი შეირთო. ქაიხოსროს ცოლ-შვილი ქაიხოსროსმისი გარდაცვალების შემდეგ, 1831 წელს, მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი.) დაიბრუნა. ქაიხოსრო გურიელის შვილები იყვნენ მალაქია, დესპინე, დიმიტრი და პელაგია გურიელები. დიმიტრი გურიელი (1822-1882) ცხოვრობდა ოზურგეთში, მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. ააშენა [[დიმიტრი გურიელის სასახლე|სასახლე]] ოზურგეთში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
 
==ლიტერატურა==