ენგურის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.219.192-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა CommonsDelinker-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 2:
'''ენგურის ჰიდროელექტროსადგური''' — უდიდესი [[ჰესი]] [[ამიერკავკასია]]ში. მდებარეობს მდინარე [[ენგური|ენგურზე]]. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. [[კვტ]] (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის]] სტატუსი<ref>[http://epn.ge/?id=10343 ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება]</ref>
 
მდინარე ენგურის აუზს, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რაიონშია, აქვს 4060 კმ ფართობი. მისი უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 78%) მთებში, ზღვის დონიდან 1000 ნიშნულის ზემოთაა. მ. ენგურის სიგრძე 220 კმ-ია. მისი აუზი სოფ. ჯვარამდე წარმოადგენს ძლიერ მთაგორიან ზედაპირს, რომელიც დაფარულია ხშირი ტყეებით. როგორც თვით ენგური, ისე მისი შენაკადები მოედინებიან ვიწრო და ღრმა ხეობებში, ხშირ შემთხვევაში ადამიანისათვის ძნელად ან სრულიად გაუვალ ადგილებში. ენგური ტიპიურიტიპური მთის მდინარეა დიდი ვარდნით; მისი კალაპოტი ადგილ-ადგილ მოფენილია კლდის დიდი ლოდებით, რომლებიც წარმოქმნის წყალვარდნილებსა და მორევებს.
 
ჯვარის ქვემოთ მკვეთრად იცვლება მდ. ენგურის როგორც აუზის, ასევე დინების ხასიათი. მთებიდან ვაკეზე გამოსული მდინარე რამდენიმე შტოდ იყოფა და არამყარი კალაპოტით მიედინება. შავი ზღვისპირა დაბლობ რაიონებში მდინარე ჭაობებს ქმნის.