გუდბაი, ლენინ! (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
[[1989]] წლის ოქტომბერში [[ბერლინი|ბერლინში]] იწყება ანტიკომუნისტური დემონსტრაციები, რომელშიც კრისტინას ვაჟი ალექსიც იღებს მონაწილეობას. კრისტინა შეესწრება, თუ როგორ სცემეს და დააპატიმრეს პოლიციელებმა ალექსი, შოკისგან გულის შეტევა დაემართება და [[კომა]]ში ვარდება. ალექსი თავს დამნაშავედ გრძნობს. ბევრ დროს ატარებს საავადმყოფოში უგონო დედასთან, სადაც გაიცნობს ახალგაზრდა მედდას [[რუსეთი]]დან.
 
სანამ ალექსი და მისი და, არიანა, საავადმყოფოში დედას უვლიან, ქვეყანაში დრამატული ცვლილებები ხდება: გადადგა [[ერიხ ხონეკერი]], გდრ–იგდრ-ი გაუქმდა, [[ბერლინის კედელი]] დაინგრა და აღმოსავლეთში შემოაბიჯა კაპიტალიზმმა. შეიცვალა ალექსის და არიანას ცხოვრებაც. ქარხანა, რომელშიც ალექსი მუშაობდა, დაიხურა; არიადნამ სწავლას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო სწრაფი კვების რესტორანში, სადაც დასავლეთ-გერმანელ ბიჭს დაუმეგობრდა. ალექსმა კი დაიწყო ახალი სამსახური, სადაც დასავლელ კოლეგასთან, დენისთან ერთად, სატელიტურ ანტენებს ამონტაჟებს.
 
8 თვის შემდეგ კრისტინა გონზე მოდის. ექიმებმა გააფრთხილეს ალექსი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მისი აღელვება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ალექსს მაინც გადაყავს დედა სახლში და ცდილობს მისთვის შექმნას გდრ–ისგდრ-ის გარემო. ფილმის მეორე ნახევარი ეთმობა ალექსის და არიანას მცდელობებს არ გააგებინონ დედას მომხდარი ცვლილებების შესახებ. ალექსი დიდი წვალებით შოულობს გდრ–შიგდრ-ში არსებულ ყავის ქილებს და მასში ყრის ბრაზილიურ ყავას, ასხამს ახალ კონსერვებს ნაგავში ნაპოვნ და გამოხარშულ ქილებში.
 
უქმდება გდრ-ის მარკა. ფულის გადაცვლისათვის მოქალაქეებს ცოტა დრო აქვთ. ალექსმა და არიანამ გადაქექეს სახლი, მაგრამ ვერსად იპოვეს დედის შემნახველი სალაროს წიგნაკი. ბოლოს ჰკითხეს დედას ფულზე, აღმოჩნდა რომ მას საგანგებო სამალავი ჰქონდა, მაგრამ არ ახსოვს სად აქვს დამალული ფული, ხოლო, როდესაც გაახსენდება, გადაცვლის ვადა უკვე ამოწურულია. გულგატეხილი ალექსი სახლის სახურავიდან ყრის დედის გაუფასურებულ დანაზოგებს.