გუდბაი, ლენინ! (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| imdb_id = http://www.imdb.com/title/tt0301357/
}}
'''გუდბაი, ლენინ!''' ({{lang-en|Good bye, Lenin!}}) — გერმანული ფილმი [[გდრ]]-ის გაუქმებაზე, რომელშიც აღწერილია თუ როგორ ცდილობენ და-ძმა ავადმყოფი დედისთვის გდრ-ის იმიტაციას მისი ოთახის ფარგლებში. შედეგად, ფილმის მთავარი გმირები, რომლებიც გდრ–ისგდრ-ის გაუქმებას ენთუზიაზმით შეხვდნენ, ქმნიან ვირტუალურ გდრ-ს, რომელიც ასახავს მათ გაუმართლებელ მოლოდინებს არარსებული სახელმწიფოსგან.
 
== სიუჟეტი ==
ხაზი 29:
[[1989]] წლის ოქტომბერში [[ბერლინი|ბერლინში]] იწყება ანტიკომუნისტური დემონსტრაციები, რომელშიც კრისტინას ვაჟი ალექსიც იღებს მონაწილეობას. კრისტინა შეესწრება, თუ როგორ სცემეს და დააპატიმრეს პოლიციელებმა ალექსი, შოკისგან გულის შეტევა დაემართება და [[კომა]]ში ვარდება. ალექსი თავს დამნაშავედ გრძნობს. ბევრ დროს ატარებს საავადმყოფოში უგონო დედასთან, სადაც გაიცნობს ახალგაზრდა მედდას [[რუსეთი]]დან.
 
სანამ ალექსი და მისი და, არიანა, საავადმყოფოში დედას უვლიან, ქვეყანაში დრამატული ცვლილებები ხდება: გადადგა [[ერიხ ხონეკერი]], გდრ–ი გაუქმდა, [[ბერლინის კედელი]] დაინგრა და აღმოსავლეთში შემოაბიჯა კაპიტალიზმმა. შეიცვალა ალექსის და არიანას ცხოვრებაც. ქარხანა, რომელშიც ალექსი მუშაობდა, დაიხურა; არიადნამ სწავლას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო სწრაფი კვების რესტორანში, სადაც დასავლეთ–გერმანელდასავლეთ-გერმანელ ბიჭს დაუმეგობრდა. ალექსმა კი დაიწყო ახალი სამსახური, სადაც დასავლელ კოლეგასთან, დენისთან ერთად, სატელიტურ ანტენებს ამონტაჟებს.
 
8 თვის შემდეგ კრისტინა გონზე მოდის. ექიმებმა გააფრთხილეს ალექსი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მისი აღელვება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ალექსს მაინც გადაყავს დედა სახლში და ცდილობს მისთვის შექმნას გდრ–ის გარემო. ფილმის მეორე ნახევარი ეთმობა ალექსის და არიანას მცდელობებს არ გააგებინონ დედას მომხდარი ცვლილებების შესახებ. ალექსი დიდი წვალებით შოულობს გდრ–ში არსებულ ყავის ქილებს და მასში ყრის ბრაზილიურ ყავას, ასხამს ახალ კონსერვებს ნაგავში ნაპოვნ და გამოხარშულ ქილებში.