მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
ესპანეთის ინფანტა საფრანგეთის დედოფლად გარდაიქმნა. ფრანგებმა მას მარი ტერეზ ავსტრიელი შეარქვეს, როგორც მამიდამისს, დედოფალ [[ანა ავსტრიელი (1601-1666)|ანა ავსტრიელს]] (ლუი XIV-ის დედას). თუმცა ეს არ ეხება ქვეყანა ავსტრიას, ზოგადად ფრანგები და ესპანელები ჰაბსბურგთა დინასტიას და ავსტრიას ერთმანეთთან აიგივებენ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ყველა ჰაბსბურგს ავსტრიელს ეძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჰაბსბურგი (მაგალითად მარია ტერეზა) არც ავსტრიაში დაბადებულა და იქ ერთხელად არ ყოფილა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ჰაბსბურგები ავსტრიული საგვარეულოა და მათ ხელში იქცა ავსტრია სახელმწიფოდ.
 
მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება თავიდან ძალიან ბედნიერად დაიწყო და ლუისაც მოსწონდა "თავისი„თავისი ცისფერთვალება დედოფალი"დედოფალი“, მისი ცოლისადმი სითბო და ყურადღება მხოლოდ ქორწინების პირველ წელს გაგრძელდა. ლუიმ მალევე გაიჩინა უამრავი საყვარელი. ლუიმ განაცხადა, რომ მარია ტერეზას ტიპიურიტიპური ესპანელი ჰაბსბურგის გარეგნობა და თვისებები ჰქონდა. მარია ტერეზას ჰქონდა შავი ხშირი თმა, თეთრი კანი, მრგვალი ფორმები, ცისფერი თვალები და ცუდი კბილები. როგორც პიროვნება, იგი უკიდურესად ღვთისმოშიში, მორწმუნე, ქმრის ერთგული და მისი მოსიყვარულე იყო, მიუხედავად ლუის მხრიდან გაუთავებელი ღალატისა. უმკაცრესი ეტიკეტით აღზრდილ, მორწმუნე დედოფალს ძალიან უჭირდა აღვირახსნილ საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრება. იქ თითქმის არცერთი ზნეობრივი ნორმა არ არსებობდა. იგი ძნელად მიხვდა, რომ სამეფო კარი მლიქვნელებით იყო სავსე და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. მას ასეთი სერიოზულობისა და თავდაჭერილობის გამო მთელი სამეფო კარი დასცინოდა ზურგს უკან. მან ვერ შეძლო დედამისის მაგალითის აღება, რომელიც მადრიდის სამეფო კარზე ცენტრალური და უძლიერესი ფიგურა იყო. იგი ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა ხელოვნების, ცეკვისა და ლიტერატურის მიმართ.
 
[[ლუი XIV]] მალევე დაუბრუნდა თავის მრავალრიცხოვან თანამემამულეებს, მარია ტერეზა კი მთლიანად უცხოელთა გარემოცვაში აღმოჩნდა. მას ესპანეთიდან მხოლოდ მოძღვარი ალფონსო ვაკეკე და ერთი ექიმი გაჰყვა. ალფონსო საყვარლების გამო ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ლუის ქადაგებისას, მართალია იგი მის სახელს არ ამბობდა, თუმცა ნათელი იყო, რომ მასზე ამბობდა. იგი მეფეს ოჯახის ერთგულებისა და სიყვარულისაკენ მოუწოდებდა, რის გამოც ლუიმ იგი საფრანგეთიდან გააძევა. ესპანეთში დაბრუნებულ ალფონსოს მეფე ფილიპემ კადისის არქიეპისკოპოსობა უბოძა.