მირზა შაფი ვაზეჰი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎top: clean up, replaced: აგრეთვე ცნობილი, როგორც → აგრეთვე ცნობილი როგორც using AWB)
 
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''მირზა შაფი ვაზეჰი''' (აგრეთვე ცნობილი როგორც „განჯელი ბრძენი“; [[აზერბ.]] Mirzə Şəfi Vazeh, დ. [[1794]] — გ. [[16 ნოემბერი]], [[1852]]) — [[აზერბაიჯანელი]] [[პოეტი]], რომელმაც XIV საუკუნის კლასიკური აზერბაიჯანული პოეზია ააღორძინა. წერდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. მისი ლექსები თარგმნილია თითქმის ყველა ევროპულ ენაზე.
 
მირზა შაფი [[1794]] წელს დაიბადა [[განჯა]]ში. ბაბუამისი მუჰამედ შაფი განჯელი დიდგვაროვანი იყო, მამამისი კერბელაი სადიხი ხუროთმოძღვარი იყო [[ჯავად-ხანი]]ს, განჯის ბოლო მმართველის, სასახლეში. ახალგაზრდა შაფიმ საწყისი განათლება მადრასაში მიიღო, სადაც არაბული და სპარსული ენები შეისწავლა. მშობლებისა და ძმის გარდაცვალების გამო იძულებული შეიქმნა სწავლა შეეწყვიტა. ამ პერიოდში თავის რჩენა გადამწერად მუშაობით უხდებოდა, მოგვიანებით კი მდივნად და ხარჯთაღმწერად ჯავად-ხანის ქალიშვილის ფუსთა-ხანუმის მამულში.