მომხმარებლის განხილვა:Otogi: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎უსამართლობები: ახალი სექცია)
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ზემოთ გიწერია, ვიკიპედიაში სტაჟისა და წვლილის მიუხედავად, იმუნიტეტი არც ერთ მომხმარებელს არ გააჩნია. საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ. ასეთი იმუნიტეტი აღმოაჩნდა ადმინს, რომელმაც წესის დარღვევით შეინარჩუნა სტატუსი — სხვა ადმინებს კი ჩამოერთვათ. ასეთი იმუნიტეტი აღმოაჩნდა მიხეილს, რომელმაც არაერთი შეურაცხმყოფელი არაეთიკური გამოხდომის მიუხედავად ვერც ერთხელ ვერ დაიმსახურა შენი გაფრთხილებაც კი, თუმცა არაერთხელ მიგითითე, როგორც ადმინს. სამაგიეროდ განსხვავებული აზრის გამო დაბლოკე ცანგალა, მე და ბოლოს სამი თვით Gobrona. ახლა კი, ჩემი მითითების მიუხედავად ვერ ხედავ, რომ ძალიან [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია%3Aფორუმი%2Fვიკიშეხვედრები&type=revision&diff=3593445&oldid=3593421 არაეთიკურად მიმართავს Mehman97] ერთ-ერთ მომხმარებელს? და გაფრთხილებასაც კი არ აძლევ. ეს ხომ პირდაპირ წახალისება იქნება. სხვა ადმინებისაგან თუ არც კი ველოდები მკაცრ რეაქციას, რადგან ახლო მეგობრობა ბევრს ნიშნავს მათთვის, შენგან ამას ველოდები, რადგან თვითონ წარმოაჩენ თავს ეთიკის ნორმების მკაცრ და ობიექტურ დამცველად.<br>
Gobrona-ს შენი სამთვიანი ბლოკის შემდეგ მეორე ანგარიში შეუქმნია. მისი მხრიდან სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია ეს. მაგრამ შენი არასამართლიანი სასჯელის დამსახურებაც დიდია აქ და იმედია აცნობიერებ. ახლა კი სხვა ადმინმა გობრონას ანგარიშს ბლოკი ამისთვის კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა, მაშინ, როცა თავად გობრონა აღიარებდა დარღვევას და მეორე ანგარიში მხოლოდ იმიტომ შექმნა, რომ ვიკიპედიის გარეშე არ შეეძლო. და, სხვათა შორის, ამ მეორე ანგარიშით არც ვანდალიზმი განუხორციელებია და არც რაიმე შეურაცხყოფა ვინმეს მიმართ. მასთან ერთად ასევე 3 თვით დაიბლოკა UndDerDie, რომელმაც მეორე და მესამე ანგარიში მხოლოდ იმიტომ შექმნა, რომ პრიზები დაემსახურებინა. ითაღლითა, ასე ვთქვათ. და ორივეს ერთნაირი სასჯელი? გაიაზრე, რა მიზანს ემსახურება ბლოკირება და მიხვდები, რომ გობრონას დაბლოკვით ვიკიპედია სარგებელს არ იღებს და არც გობრონას „გამოსწორებაა“ მოსალოდნელი. ბოდიშის მოხდის შემდეგ ასეთი უსამართლო ბლოკირებები პირიქით, უფრო მეტ აგრესიას ნერგავს და ამას უნდა აცნობიერებდეს ადმინისტრატორი. თუ არ გადასინჯავ გობრონას ბლოკს, საბოლოოდ წამეშლება შთაბეჭდილება ადმინთა მიუკერძოებლობასა და სამართლიანობაზე. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 10:00, 7 დეკემბერი 2018 (UTC)
:ჩვენი პურიტანი ადმინისტრატორი ასკეტურ მდუმარებას მისცემია. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 08:39, 11 დეკემბერი 2018 (UTC)