რიგოლეტო (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 18:
 
== შექმნის ისტორია ==
ოპერა "რიგოლეტოს" საფუძვლად დაედო [[ვიქტორ ჰიუგო]]ს დრამა "მეფე თავს ირთობს", რომელიც [[1832]] წელს დაიწერა."რიგოლეტო' ვერდიმ ძალზე სწრაფად - 40 დღეში დაწერა.
ოპერა "რიგოლეტოს" საფუძვლად დაედო [[ვიქტორ ჰიუგო]]ს დრამა "მეფე თავს ირთობს", რომელიც [[1832]] წელს დაიწერა. ჰიუგოს პიესის პირველივე წარმოდგენამ პოლიტიკური მანიფესტაცია გამოიწვია. ფრანგი მწერლის პიესა მეფის ძალაუფლებას ავტორიტეტს საგრძნობლად ულახავდა და ამიტომ მისი დადგმა აიკრძალა. ჰიუგომ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა; მწერალი [[1830]] წლის რევოლუციის მთავარი მონაპოვარის - სიტყვის თავისუფლების აღდგენას ითხოვდა. სასამართლო პროცესს ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ ნაყოფიერი შედეგი არ გამოუღია. პიესა მეორედ მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიდგა საფრანგეთის სცენაზე. ჰიუგოს ნაწარმოებმა ვერდი საოცრად გაიტაცა და მის ნაწარმოებზე ოპერის შექმნას შეუდგა. ვერდიმ თავად გაიზიარა მომავალი ოპერის ფაბულა, ძირითადი დრამატურგიული ხაზები. კომპოზიტორის მითითებით ფრანჩესკო მარია პიავემ ოპერის ლიბრეტო შეადგინა. თავდაპირველად ვერდის სურდა ოპერისტვის "წყევლა" ეწოდებინა, მაგრამ შემდეგ სათაური თავად შეცვალა."რიგოლეტო' ვერდიმ ძალზე სწრაფად - 40 დღეში დაწერა.
 
კომპოზიტორმა თავისებურად გაიზიარა ლიტერატურული პირველწყაროს მხატვრული სახეები, რამაც ჰიუგოში გარკვეული პროტესტიც კი გამოიწვია. ლიბრეტოზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ცენზურამ მისი საფუძვიანი შეცვლა მოითხოვა. პიავე თანახმა იყო გარკვეულ კომპრომისებამდე წასულიყო და ასეც მოიქცა, მაგრამ ვერდი სხვაგვარად ფიქრობდა. "მე დავრწმუნდი, რომ ამ დამახინჯებულად სახეცვლილ ნაწარმოებში გაქრა ხასიათიც, აზრიც და, საბოლოო ჯამში, მისი ყველაზე დრამატიული მომენტებიც კი აღარ აგაღელვებს" - ეს სიტყვები მისწერა ვერდიმ თეატრის დირექტორს მარძარის პიავეს ლიბრეტოს ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელშიც ლიბრეტისტს რიგოლეტოს სახე ცენზურის მოთხოვნების სასარგებლოდ გაეზიარებინა და იგი წარმოსადეგი მამაკაცის გმირით შეეცვალა. ამასთან დაკავშირებით ვერდი წერა: "მთავარი გმირი მომღერალი მასხარაა, რატომაც არა?! ვფიქრობ, ამ ხასიათის წარმოჩენა, მისთვის ნიშნეული იუმორით, ფიზიკური უსახობით და ამასთან, სიყვარულისა და ტანჯვის დიადი გრძნობით, ბრწყინვალე იდეაა. სწორედ მთავარი გმირის ამ ინდივიდუალურ თვისებათა ერთობლიობის გამო ავირჩიე ეს სიუჟეტი და მათზე უარის თქმის შემთხვევაში ვეღარ გავაგრძელებ მუსიკის წერას. თუ მეტყვით, რომ ჩემი მუსიკა ამ სახეცვლილ ლიბრეტოსაც მიესადაგება, მე გიპასუხებთ, რომ ასეთი მსჯელობა მე არ მესმის. გულწრფელად ვამბობ, - ჩემი მუსიკა, იმის მიუხედავად, კარგია იგი თუ ცუდი, არასოდეს არის შემთხვევითი. ყოველთვის ვცდილობ მისთვის გარკვეული ხასიათის მინიჭებას".