ოპერა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.56.38-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 7:
ოპერა პირველად [[რენესანსი]]ს დროინდელ [[იტალია]]ში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი. მან ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და [[ევროპა|ევროპის]] სხვა ქვეყნებიც დაიპყრო.
 
რენესასნსის პერიოდში ადამიანებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც კი საერთოდ ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთან და რომთან. ასე რომ, როდესაც ფლორენციაში მძღნერ სწავლულთა, პოეტთა და მუსიკოსთა ჯგუფები მათი დროის დრამის შექმნის გზებს ეძებდნენ, აზრად მოუვიდათ ძველი ბერძნებისათვის მიებაძათ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მღეროდნენ. [[1597]] წელს ასე შეიქმნა საოპერი ჟანრის პირველი ნიმუში "დაფნე" [[ჯაკოპო პერი]]ს მუსიკაზე. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც [[1660]] წელს დაიდგა. ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი “ოპერა” მხოლოდ [[XVIII საუკუნე]]ში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი მთლიანად მუსიკალური თანხლებით სრულდებოდა.
 
იქიდან გამომდინარე, რომ ოპერა ანტიკური ტრაგედიის მიბაძვა იყო, პირველი ოპერების უმრავლესობა ანტიკური მითების სიუჟეტებზეა შექმნილი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერა ცდება ანტიკური ტრაგედიის ჩარჩოებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მისი ლიბრეტოებიც აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელ მოარულ სიუჟეტებზე იქმნება და საოპერო ნაწარმოებებსაც უკვე ოპერისთვის სპეციალურად აგებულ შენობებში დგამენ.
ანტიკური თემატიკისკენ შემობრუნება XVIII საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება ჰენდელისა და გლუკის ნაწარმოებებით. ახალი ოპერის დაბადება სწორედ გლუკის “ორფეოსსა და ევრიდიკეს” უკავშირდება.
 
სწორედ გლუვისგლუკის რეფლექსიაა [[ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი|მოცარტის]], [[ჯოაკინო როსინი|როსინის]], [[ჯუზეპე ვერდი|ვერდის]], [[რიხარდ ვაგნერი|ვაგნერისა]] და [[რიხარდ შტრაუსი]]ს შემოქმედება.
 
== საოპერო თეატრები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოპერა“-დან