ხუანა I შეშლილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 84:
1506 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ბურგოსში ხუთდღიანი მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ ფილიპე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ტიფური ცხელება დასახელდა, თუმცა ძალიან ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი ფერდინანდმა მოწამლა, რომელსაც სძულდა ჰაბსბურგებიც და ყველა სხვა უცხოური დინასტია. ფილიპეს გარდაცვალებისას ხუანა მეექვსე ბავშვზე იყო ორსულად. მან 1507 წლის 14 იანვარს გოგონა გააჩინა, სახელად ეკატერინე, რომელიც შემდგომში პორტუგალიის დედოფალი გახდა.
 
საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ ფსიქიკურად ისედაც არამდგრად ხუანაზე დამღუპველი შედეგები იქონია. ისტორიკოსთა უმრავლესობა ირწმუნება, რომ ამის შემდეგ იგი საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან. მან კუბოში ჩასვენებული ფილიპე მთელს ესპანეთს შემოატარა და მისი დაკრძალვის ნებას არავის აძლევდა. პერიოდულად იგი ფილიპეს კუბოს ახსნევინებდა და მასთან ერთად წვებოდა. იგი კუბოს მთელს ქვეყანაში დაატარებდა და ხალხს მის გლოვას აიძულებდა. თუმცა იმდენად ეჭვიანობდა, უკვე გარდაცვლილ ფილიპეზეც, რომ არცერთ მანდილოსანს არ უშვებდა მის კუბოსთან. ასევე სასტიკად აკრძალა გარდაცვლილი ფილიპეს სხეულის ბალზამირება. როგორც ცნობილია, ხუანა ფილიპეს გვამს სამი წლის მანძილზე დაატარებდა ქალაქიდან ქალაქში. როგორც გამოკვლევებით დასტურდება, ხუანა ტიპიურიტიპური შიზოფრენიით იყო დაავადებული და ასევე ისტორიკოსთა მოსაზრებით იგი ნეკროფილიც იყო.
 
შეშლილ ხუანას ნათესავებმა შვილები გაარიდეს და ისინი ფილიპეს მშობლიურ მხარეში, ფლანდრიაში წაიყავნეს აღსაზრდელად. ხუანა კი ყველანაირად ცდილობდა თავისი უფლებები დაეცვა კასტილიის ტახტზე. ფერდინანდ II კი არაგონში რჩებოდა და შორიდან უყურებდა კასტილიაში მიმდინარე მოვლენებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხუანა_I_შეშლილი“-დან