გიორგობისთვე (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 69:
ნათია ამირეჯიბი: “ფილმის ავტორი მტრის თვალით უყურებს ჩვენს ცხოვრებას, – ეწერა გაზეთებში. – “გიორგობისთვე” უნდა დაიწვას, კვალი არ უნდა დარჩეს მისი...” სხვა ავტორი: “ეს ფილმი ეკრანებიდან მოიხსნას, განადგურდეს”... ეს ყველაფერი პარტიის ცეკაში მიდიოდა, 120 გვერდიანი წიგნი იყო, რომელიც მოგვიანებით მისმა ყოფილმა სტუდენტმა გადმოუბეჭდა... სულ ესაა – განადგურებულია.”
 
*“განა დასაჯერებელია, რომ ქართველი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც ფილმშია ნაჩვენები? თუ სცენარისტსა და რეჟისორს დავუჯერებთ, ქარხანაში ყველა – დირექტორიდან დაწყებული მუშამდე – სინდისგარეცხილია, შესაძლებელია ეს მდგომარეობა რომელიმე კონკრეტულმა ფაქტმა უკარნახა ფილმის ავტორებს, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევა ტიპიურიტიპური ხომ არ არის”. <ref>გაზეთი “სოფლის ცხოვრება”, 29.01.1967</ref>
 
*“გიორგობისთვეს” ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასეთია ავტორთა სუბიექტური მისწრაფება, მაგრამ ამ ჩრდილოვან მხარეთ იქით არსებული დიდი და მზიანი სამყარო არ სურთ დაინახონ. ავტორები ცდილობენ არა მარტო ერთი კონკრეტული ღვინის ქარხანა წარმოგვიდგინონ უხამსობის ბუდედ, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი, ყველა მხარე დახატონ, რაც შეიძლება მუქი, შავი საღებავებით. ამრიგად, ჩვენ წინ დგება მხოლოდ სიმახინჯე, უსამართლობითა და სიბილწით აღსავსე ცხოვრება, სადაც კეთილისა და ნათელის წარმომადგენლად ერთი უსუსური, უნდილი ბიჭია გამოყვანილი!…ეს ფილმი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს იმ მცდარ, მავნე გზაზე, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი არასასურველი მიმართულებით მიჰყავს.[[ფაილი:კადრი ფილმიდან - გიორგობისთვე.jpeg|მინიატიურა|კადრი ფილმიდან - გიორგობისთვე]] ეს მიმართულება კი უცხოა საბჭოთა ხელოვნებისათვის, იგი სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს. (…) მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად მივიღეთ რაღაც პასკვილის მაგვარი რამ, რომელსაც საერთო არ აქვს რა ჩვენი ცხოვრების ამსახველ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და ამ ფილმის ავტორების მოქალაქეობრივ სინდისზე ცუდად ლაპარაკობს”.<ref>გაზეთი “კომუნისტი”, 4.02.1967</ref>