იურის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 8:
ჩრდილო-აღმოსავლეთით იურა მთავრდება შვარცვალდის ბოლოსთან და დაშორებულია მისგან მდინარე [[რაინი]]ს [[ხეობა|ხეობით]]. იურის მთების რკალის სიგრძე დაახლოებით 300 კმ-მდეა, მისი უდიდესი სიგანე — 80 კმ-მდე. ქედი [[დასავლეთი]]საკენ დაბლდება, მაგრამ მთისძირთან მდებარე ზედა სონას აუზის ვაკეზე მაინც ამაღლებულია.
 
იურა [[გეოლოგია|გეოლოგიურად]], წესიერად აგებული [[ნაოჭა მთები]]ს კლასიკური ქვეყანაა, სადაც [[ტექტონიკა]] სავსებით განსაზღვრავს [[რელიეფის ფორმები|რელიეფის ფორმებს]], მისი ანტიკლინური ტიპის მთავარი ქედებითა და სინკლინურ მულდებში მდებარე მთავარი ხეობებით. იურის მთები დახრილია [[დასავლეთი]]საკენ. იგი განიცდიდა თანდათანობით ამოწევას, [[მდინარე]]ები მიედინებოდნენ სინკლინებზე და იმავე დროს მიისწაფოდნენ მთის ძირთან მდებარე [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკისაკენ]], რისთვისაც იყენებდნენ ნაოჭების ღერძზე დადაბლებულ ადგილებს და ჭრიდნენ მათ ვიწრო განივ ხეობებში — კლუზებში. ასე წარმოიშვა იურასა და ზოგადად, ახალგაზრდა ნაოჭა მთებისათვის ტიპიურიტიპური ხეობების გისოსებური სისტემა. ამავე დროს [[ეროზია (გეოლოგია)|მდინარეული ეროზია]] ავითარებდა ანტიკლინური ქედების გვერდებში შეჭრილ შენაკადების განივ ხეობებს და მათთან დაკავშირებულ ზედა გასწვრივ ხეობებს (combes) იმ ანტიკლინების ზევით, რომლების თაღების გადარეცხავასაც აწარმოებდა. ამასთანავე წარმოიშობოდა ნაოჭების ფრთების სიმეტრიული თხემები, რომლებიც ქედების უმაღლეს ნაწილებს (cretes) შეადგენდა.
 
იურა ძირითადად აგებულია [[იურული პერიოდი|იურული ნალექების]] [[წყება (გეოლოგია)|წყებისაგან]], იურას [[გეოლოგია|გეოლოგიურმა]] სისტემამ თავისი სახელწოდება სწორედ იმ სახელწოდების [[მთა|მთებისაგან]] მიიღო, რომელიც თითქმის მთლიანად მისგან არის აგებული. მხოლოდ სინკლინებში მოიპოვება [[ცარცული პერიოდი|ცარცული]] და [[მესამეული სისტემა|მესამეული შრეები]]. ქვედა იურა წარმოდგენილია რბილი მერგელოვანი შრეების წყებებით, ზედა იურა — მძლავრი მასიური [[კირქვა|კირვებით]]. ანტიკლინური ქედების გადარეცხვის გაძლიერება იწყება იქ, სადაც [[მდინარე]]ები მერგელოვან წყებამდე იჭრება, რაც ხელს უწყობს ნაოჭების მყარი ფრთების გამოყოფას მონოკლინური თხემების სახით. [[პლიოცენი|პლიოცენში]] ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა იურის მთებში ამ პროცესმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო შორს წასვლა. მიუხედავად ამისა, გასწვრივი, უფრო მაღლა მდებარე ზედა [[შენაკადი|შენაკადების]] ანტიკლინური ხეობები — „კომბები“, მთავარ სინკლინურ ხეობებთან ერთად, არსებით როლს თამაშობენ [[მთა|მთების]] [[რელიეფი]]ს დანაწევრებაში. განვითარებულია [[კარსტი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იურის_მთები“-დან