ღოუბნის ორმოცნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ღოუბნის ორმოცნი''' — XVI–[[XVII საუკუნე]]ების [[ორმოცი სებასტიელი მოწამე|ორმოცი სებასტიელი მოწამის]] სახელობის ეკლესია და კოშკი [[ქვემო ქართლი]]ს მხარეში, [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[ღოუბანი|ღოუბნიდან]] 3 კმ-ის მანძილზე, ე.წ. კოჯრის ტყეში, ქოროღლის ციხის ძირში.
 
ტაძარი [[კუპელჰალე]]ს ტიპიურიტიპური ნიშნებით ხასიათდება. ეკლესიას დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მინაშენები ჰქონდა, ახლა მათი ნანგრევებიღაა დარჩენილი. ეკლესიის ფასადები დეკორატიულად თითქმის სრულიად არ არის გაფორმებული. დეკორატიული დამუშავების მთელი ყურადღება გუმბათზეა გადატანილი.
 
რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობამ და სასულიერო პირებმა ეკლესია შეაკეთეს. აგურის ფასადების ჩამოშლილი კუთხეები, აგრეთვე კოშკის მესამე სართული აგურითვე ააშენეს და ორივე თუნუქით გადახურეს. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის ინტერიერის მოხატვა. ეკლესიის სამხრეთ ფასადთან სწორკუთხა, მასიური კოშკია. იგი შედარებით მოგვიანო ხანის ნაგებობაა. კოშკის კიბის საფეხურად გამოუყენებიათ [[1722]] წლის საფლავის ქვა. ტერიტორია შემოღობილია მავთულხლართით და გამართულია ბერების საცხოვრებლები. ასევე შენდება სატრაპეზო.