კესანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 36 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q147149
No edit summary
ხაზი 20:
| ncbi =
}}
'''კესანე''' ('''''ცისანა;''''' [[ლათ.]] Myosotis) — ერთ-, ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ლაშქარასებრნი|ლაშქარასებრთა]] ოჯახისა. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილები.

გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკულ [[აფრიკა|აფრიკის მთებში]], [[ავსტრალია]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], მცირე ნაწილი — [[ამერიკა]]ში. [[საქართველო]]ში გვხვდება 15 სახეობა. იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრი — [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიული]]. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული [[ალპური კესანე]] ([[ლათ.]] Myosotis alpestris).
 
[[საქართველო]]ში კესანეს განსხვავებული სახელით იცნობენ. მისი შესატყვისია ქართლური – კონკიძველა, ზემოიმერული – ციცინო, რაჭული – თიკნიყურა და სხვ.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=11&t=1494 მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კესანე“-დან