მშვიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია, რესურსები
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Peace symbol.svg|მინიატიურა|მშვიდობის სიმბოლო]]
 
'''მშვიდობა''' — [[ომი]]ს ანტონიმი. მშვიდობა ეწოდება საზოგადოების ისეთ მდგომარეობას, სადაც არ არის, შეიარაღებულ კონფლიქტს ან რაიმე სხვა სახის სამხედრო ძალადობასძალადობა. მშვიდობის შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება – [[ირენოლოგია]].
 
მშვიდობა, განსხვავებით ომისგან არის მდგომარეობა, სხვადასხვა სოციალურ სუბიექტებს შორის არსებული წინააღმდეგობების გადასალახად არასაომარი მეთოდები გამოიყენება. რობერტ ჯექსონის მონაცემებით, 1945 წლის შემდეგ დედამიწაზე სულ 26 მშვიდობიანი დღე იყო.
მშვიდობის შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება – [[ირენოლოგია]].
 
მშვიდობიანი საზოგადოების შექმნა არის ზოგადსაკაცობრიო ამოცანა. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ დიდი საერთაშორისო პოლიტიკური და თემატური ორგანიზაციები.
 
==ომისა და მშვიდობის დამოკიდებულება==
 
 
ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსის და თეორეტიკოსის ბეზილ ჰენრი ლიდელ ჰარტის თანახმად მშვიდობა არის ყველა ომის მიზანი.
 
მშვიდობა, რომელიც წინ უძღვის ომს, ძირითადად განიხილება მომავალი სამხედრო შეტაკების მოსამზადებელ პერიოდად. სწრაფი ტემპებით ხდება შეიარაღების წარმოება, შეინიშნება სახელმწიფო ხაზინიდან დიდი რაოდენობით სახსრების სამხედრო საჭიროებებზე ხარჯვა. ხდება მოსახლეობის მორალური მზადება შეტაკებისთვის. როგორც წესი, უშუალოდ ომს წინ უძღვის მუქარების პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არმიების მობილიზაცია და ეკონომიკის მილიტარიზაცია.
 
უშუალოდ მშვიდობას წინ უძღვის ერთ-ერთი მხარის [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=17991 კაპიტულაცია] ან კონფლიქტის მხარეების მიერ ორმხრივი დათმობები. ომის შემდგომი მშვიდობისთვის დამახასიათებელია მშვიდობის გამყარება, ინფრასტრუქტურის აღდგენა და ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპები.
 
==მშვიდობის სახეობები==
 
მშვიდობის საკითხების ნორვეგიელმა მკვლევარმა იოჰან [https://en.wikipedia.org/wiki/Johan_Galtung გალტუნგმა] წამოაყენა ნეგატიური და პოზიტიური მშვიდობის ცნებები. ნეგატიური მშვიდობაა ძალადობის უბრალოდ აღკვეთა, ხოლო პოზიტიური მშვიდობა - ისეთი მექანიზმების და სტრუქტურების შექმნა, რომლის დროსაც კონფლიქტები ან საერთოდ არ წარმოიქმნება, ან მათი გადაწყვეტა ადრეულ ეტაპზე ხდება.
 
ოლივერ რიჩმონდმა გამოყო მშვიდობის შემდეგი ფორმები: გამარჯვებულთა მშვიდობა - მშვიდობის ყველაზე ძველი ფორმა, რომელიც სამხედრო გამარჯვების შედეგად მიიღწევა. გამარჯვებული საკუთარ უპირატესობის გამოყენებით აიძულებს დამარცხებულს დათანხმდეს მშვიდობას და [[სტატუს-კვო|სტატუს-კვოს]] შენარჩუნებას. „გამარჯვებულთა მშვიდობის“ სისუსტედ მიიჩნევა მისი შედარებითი არასტაბილურობა გამარჯვებული სახელმწიფოს ძლიერებასთან პირდაპირი კავშირის გამო. არსებობს გამარჯვებულის [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7612 ჰეგემონიით] უკმაყოფილების და შესაბამისად, აჯანყებების და ტერაქტების წარმოშობის შესაძლებლობა. რიჩმონდი აღნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება დიდწილად კვლავ „გამარჯვებულთა მშვიდობას“ ეფუძნება.
 
კონსტიტუციური მშვიდობა - ნორმების შექმნა, რომელიც აყალიბებს დემოკრატიულ მმართველობას, [[თავისუფალი ვაჭრობა|თავისუფალი ვაჭრობის]] წესებს, [[კოსმოპოლიტიზმი|კოსმოპოლიტიზმისა]] და ადამიანის უფლებათა იდეების პრიორიტეტულობას. რიჩმონდი კონსტიტუციურ მშვიდობას უკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურაში [[განმანათლებლობის ეპოქა|განმანათლებლობის ეპოქის]] იდეების განვითარებას („მარადიული მშვიდობის“ პროექტი) და სახელმწიფოებს შორის ინტერესთა ბალანსის ძიებას. თანამედროვე კონტექსტში „კონსტიტუციური მშვიდობა“ გულისხმობს კავშირს დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკას და მშვიდობის არსებობას შორის.
 
ინსტიტუციური მშვიდობა უკავშირდება საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების (მაგალითად [[გაერო|გაეროს]]) დაფუძნებას, ასევე სახელმწიფოთა გაწეულ ძალისხმევას საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მშვიდობის და [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=11801 წესრიგის] შენარჩუნებისკენ. ითვლება, რომ მშვიდობის ეს ხედვა არის ყველაზე პროგრესული, რადგანაც საერთაშორისო ინსტიტუტები შედარებით სუსტ ქვეყნებს საერთაშორისო სიტუაციაზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევენ.
 
სამოქალაქო მშვიდობა - გულისმობს ორგანიზებული [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=3061 სამოქალაქო საზოგადოების], [[არასამთავრობო ორგანიზაცია|არასამთავრობო ორგანიზაციების]] და [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=6369 საზოგადოებრივი მოძრაობების] არაძალადობრივ ბრძოლას.
 
დღეს სამეცნიერო ლიტერატურასა და საზოგადოებრივ დისკურსში პრევალირებს ლიბერალური [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3652 მშვიდობის კონცეფცია], რომელიც კავშირშია დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზართან. ოლივერ რიჩმონდის მიხედვით, ზემოთჩამოთვლილ ღირებულებებთან ერთად „ლიბერალური მშვიდობა“ მოიცავს [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7643 ჰუმანიტარული ინტერვენციების], მშვიდობისადმი იძულების და ასევე ძირითადი „დასავლელი“ მოთამაშეების კონსენსუსს. „ლიბერალური მშვიდობის“ კონცეფციის წარმატების მაგალითად ხშირად მოყავთ [[ევროკავშირი|ევროკავშირის]] წევრი სახელმწიფოების მშვიდობიანი ურთიერთობები.
 
==პაციფიზმი==
 
ბოლო ასწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით ორი მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა პოლიტიკური მოძრაობები, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მშვიდობის მიღწევა მთელ მსოფლიოში.
 
[[ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1245 |იდეოლოგიებს]], რომლებიც მშვიდობას ძირითად პრიორიტეტად მიიჩნევენ, აერთიანებენ პაციფიზმის სახელის ქვეშ. პაციფისტები აკრიტიკებენ ნებისმიერ ომებს და ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ სამართლიანი ომების თეორიას. პაციფიზმის პოზიციებს იკავებენ გარკვეული რელიგიური დენომინაციები, მაგალითად [[კვაკერები]].
 
ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო, რომელიც ხალხთა შორის მშვიდობის გამყარების სფეროში გადაეცემათ არის ნობელის მშვიდობის პრემია. იგი გადაეცემა ყოველწლიურად ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნორვეგიის ნობელის კომიტეტი შეარჩევს. ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭება ყოველწიულად (გამონაკლისი იყო მსოფლიო ომების წლები). ძირითადად, პრემიას იღებენ [[მილიტარიზმი|მილიტარიზმის]] წინააღმდეგ მებრძოლები, საერთაშორისო ორგანიზაციების დამფუძნებლები და აქტიური მონაწილეები, ადამიანის უფლებათა დამცველები.
 
==ლიტერატურა==
 
1. [https://www.nato.int/acad/fellow/95-97/jackson.pdf NATO AND PEACEKEEPING]
 
2. Liddell Hart. The Strategy of Indirect Approach. Pentagon Press, Reprint Edition (March 1, 2012)
 
3. Baljit Singh Grewal. “Johan Galtung: Positive and Negative Peace”. School of Social Science, Auckland University of Technology. August 2003
 
4. Oliver P Richmond. Peace: A Very Short Introduction. Oxford: Oxford University Press, 2014
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მშვიდობა“-დან