ფეოდალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჩასახვა და გავრცელება
იარლიყები: შეცვლილია blanking რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
ფეოდალების კარგიც
[[ფაილი:Cleric-Knight-Workman.jpg|thumb|კლირიკი, რაინდი და გლეხი - ფეოდალური სახელმწიფოს საზოგადოების მაგალითი]]
 
'''ფეოდალიზმი''' ({{lang-fr| féodalisme}}) — [[კაპიტალიზმი|კაპიტალიზმამდე]] არსებული საზოგადოებრივი წყობილება, რომლის დროსაც ფეოდალს მთლიანად ეკუთვნის წარმოების საშუალებები და არასრულად ეკუთვნიან მიწათმოქმედი ყმა გლეხები. [[ფეოდალი]]ს უფლება, ეწოდებოდა უფლებას — განახორციელოს სახელმწიფო მმართველობა თავის ტერიტორიაზე.
 
==ფეოდალიზმი საქართველოში==
ფეოდალური წყობილების ჩამოყალიბებისათვის [[საქართველო]]ში ნიადაგი მზადდებოდა უკვე [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანა]]ში, აქ არსებულ ადრინდელ კლასობრივ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში. თავისუფალი მეომარ-მიწისმოქმედთა მასა („[[ერი (ისტორიული)|ერი]]“) ანტიკური ხანის [[იბერია]]ში განიცდიდა სოციალურ-ეკონომიკურ დიფერენციას — ხდებოდა ცალკეული გვარების აღზევება, ხოლო სხვათა დამცრობა-დაკნინება. სამეფო საგვარეულოს, სამხედრო და სამოხელეო არისტოკრატიას თანდათან ყველა პირობა ექმნებოდა მომავალ ფეოდალურ არისტოკრატიაში გადაზრდისათვის.
 
ახალ წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც წარმატებული ომების შედეგად ქვეყანას დიდძალი ნადავლი და ტყვეები შემოემატა, საზოგადოების ზედაფენა კიდევ უფრო გაძლიერდა და გამდიდრდა. ამასთან ერთად განუწყვეტელ ლაშქრობებში მონაწილეობა მძიმე ტვირთად აწვებოდა რიგით თავისუფლებს და არყევდა მათ ისედაც არამყარ ეკონომიურ მდგომარეობას, აღრმავებდა დიფერენციაციას. მიწისმოქმედების შრომის შეთავსება მეომრის მოვალეობასთან სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება შეძლებულიი მეთემეების პრივილეგიად იქცა, ამ გზით ყალიბდებოდა მხედრების წოდება. ასე თანდათანობით შეიქმნა, ერთის მხრით, „[[აზნაური|აზნაურთა]]“ სამხედრო წოდება და მეორე მხრით, დამცრობილ თავისუფალთა, „წვრილი ერის“ მასა. „აზნაური“ მთელი პრივილეგიური წოდების ზოგად სახელად იქცა. მის უმაღლეს ფენას „[[ერისთავი|ერისთავები]]“ ქმნიდნენ, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთ სამართავ ოლქებში სრულუფლებიანი ხელისუფლები გამხდარიყვნენ. ამრიგად, ანტიკურიდან შუა საუკუნეებში გარდამავალ ეპოქაში ქართლში (აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო) სოციალური ურთიერთობათა სისტემამ განიცადა ტრანსფორმაცია — იგი ფეოდალურ ურთიერთობაში გადაიზარდა. პრივილეგიური წოდება ნაწილობრივ უკვე ანტიკურ ხანაში იმტკიცებდა საკუთრების უფლებას ძირითად საწარმოო საშუალებაზე — მიწაზე და პირად ეკონომიურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებაში აბამდა მწარმოებელთა მასას.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[შუა საუკუნეები]]
*[[რაინდობა]]
 
== წყაროები ==
* Bloch, Marc, ''Feudal Society.'' Tr. L.A. Manyon. Two volumes. Chicago: University of Chicago Press, 1961 ISBN 0-226-05979-0
* Brown, Elizabeth, 'The Tyranny of a Construct: Feudalism and Historians of Medieval Europe', ''American Historical Review'', 79 (1974), pp. 1063–8.
* Cantor, Norman F., ''Inventing the Middle Ages: The Lives, Works, and Ideas of the Great Medievalists of the Twentieth century.'' Quill, 1991.
* {{Cite book
| publisher = Longmans, Green
| last = Ganshof
| first = François Louis
| title = Feudalism
| location = London; New York
| year = 1952
| isbn = 0-8020-7158-9
}}
* Guerreau, Alain, ''L'avenir d'un passé incertain.'' Paris: Le Seuil, 2001. (Complete history of the meaning of the term.)
* Poly, Jean-Pierre and Bournazel, Eric, ''The Feudal Transformation, 900–1200.'', Tr. Caroline Higgitt. New York and London: Holmes and Meier, 1991.
* Reynolds, Susan, ''Fiefs and Vassals: The Medieval Evidence Reinterpreted.'' Oxford: Oxford University Press, 1994 ISBN 0-19-820648-8
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons category|Feudalism}}
*[http://www.britannica.com/eb/article-9034150/feudalism "Feudalism"].
*[http://www.fordham.edu/halsall/sbook1i.html#Feudalism "Feudalism?"].
*[http://www.scribd.com/doc/28860952/Mediavel-Feudalism ''Medieval Feudalism].
*[http://web.archive.org/web/20090226131755/http://www.wku.edu/~rob.harbison/projects/Gfeudal.html "The Problem of Feudalism: An Historiographical Essay"].
 
{{ესკიზი-ისტორია}}
 
[[კატეგორია:საზოგადოებრივი წყობა]]
[[კატეგორია:ფეოდალიზმი]]
[[კატეგორია:შუა საუკუნეების საზოგადოება]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეოდალიზმი“-დან