ავსტრალია (კონტინენტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
82.211.181.175-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 129:
 
=== მცენარეული სამყარო ===
რადგანაც ავსტრალიის მატერიკი, [[ცარცული სისტემა|ცარცული სისტემის]] პერიოდის შუიდან დაწყებული, იმყოფებოდა დედამიწის სხვა ნაწილებისგან იზოლირებულ პირობებში, მისი მცენარეული სამყარო მეტად თავისებურია. 12 ათასი მაღალი სახეობის მცენარეებიდან 9 ათასზეათაjoohiსზე მეტი — [[ენდემები|ენდემურია]], ანუ იზრდება მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზე. ენდემურებს შორის — [[ევკალიპტი|ევკალიპტების]] და [[აკაცია|აკაციების]] ბევრი სახეობაა, ავსტრალიისთვის ყველაზე უფრო ტიპიური მცენარეების ოჯახი. ამავდროულად აქ გვხვდება ისეთი მცენარეებიც, რომლებიც დამახასიათებელია [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] (მაგალითად, [[ნოტოფაგუსი]] ({{lang-la|Nothofágus}})), [[სამხრეთი აფრიკა|სამხრეთ აფრიკაში]] ([[პროტეინისებრნი|პროტეინები]]ს ({{lang-la|Proteáceae}}) ოჯახის წარმომადგენლები) და [[მალაის არქიპელაგი|მალაის არქიპელაგის]] კუნძულებზე ([[ფიკუსი]], [[პანდანუსი]] და სხვა). ეს იმაზე მეტყველებს, რომ რამდენიმე მილიონი წლის წინ მატერიკებს შორის არსებობდა სახმელეთო კავშირი.
 
რადგანაც ავსტრალიის ტერიტორიის დიდი ნაწილის კლიმატი გამოირჩევა მკვეთრი სიმშრალით, მის ფლორაში ბატონობენ მშრალი კლიმატის მოყვარული მცენარეები: განსაკუთრებული [[მარცვლოვანნი]], ევკალიპტები, ქოლგისებური აკაციები, [[სუკულენტები]] ({{lang-la|succulentus}}) ([[ბოაბი]] ({{lang-la|Adansonia gregorii}}) და სხვა). ამ ჯგუფს მიკუთვნებულ [[ხე]]ებს აქვთ ძლიერი ფესვოვანი სისტემა, რომელიც 10-20, ხოლო ზოგჯერ 30 მეტრით ჩადის მიწაში, რისი მეშვეობითაც ისინი, როგორც ტუმბოები, იწოვენ ტენს მიწის დიდი სიღრმიდან. ასეთი ხეების ვიწრო და მშრალ ფოთლებს უფრო მეტად აქვთ არამბზინავი მონაცისფრო-მომწვანო ფერი. ზოგიერთი მათგანის ფოთლები მიმართულია მზისკენ, რაც ხელს უწყობს მათი ზედაპირიდან წყლის აორთქლების შემცირებას.