გრძედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
No edit summary
ხაზი 1:
{{Longlat}}
'''გრძედი''' (Longitude) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს [[ხმელეთი|დედამიწის ზედაპირის]] წერტილების მდგომარეობას ([[გეოგრაფიული კოორდინატები]], [[გეოდეზიური კოორდინატები]]), ციურ სფეროებსა ([[ციური კოორდინატები]]) და [[მზე|მზის]], [[მთვარე|მთვარისა]] და [[პლანეტა|პლანეტების ზედაპირზე]] ([[ჰელიოცენტრული კოორდინატები]], [[სელენოგრაფიული კოორდინატები]], [[პლანეტოგრაფიული კოორდინატები]]). გეოგრაფიული გრძედი „[[λ]]“ არის ორწახნაგა კუთხე მოცემული წერტილის [[მერიდიანი]]ს სიბრტყესა და საწყისი მერიდიანის სიბრტყეს შორის. მას აითვლიან საწყისი მერიდიანიდან [[აღმოსავლეთი]]თ (ა. გ.) და [[დასავლეთი]]თ (დ. გ.) 0-იდან 180°-მდე. პრაქტიკულად გრძედი განისაზღვრება [[მერიდიანი|მერიდიანებს]] შორის დროთა სხვაობით, ამიტომ იგი კუთხური ზომების ნაცვლად, შეიძლება დროის ერთეულებშიც ([[სთ]], [[წთ]], [[წმ]]) გამოისახოს. აღმოსავლეთი გრძედები მიიჩნევა დადებითად, ხოლო დასავლეთი გრძედები — უარყოფითად. საწყისი მერიდიანი შერჩეულია პირობითად და გადის [[გრინვიჩის ობსერვატორია]]ზე, რომელიც [[ლონდონი]]ს ახლოს მდებარეობს. გარდა მისა, საწყის მერიდიანად სხვადასხვა დროს სხვადასხვა მერიდიანი იყო მიჩნეული. ნებისმიერი მერიდიანის გრძედის გრადუსები [[გლობუსი|გლობუსსა]] და [[დედამიწის ნახევარსფეროები|ნახევარსფეროების]] რუკაზე აღინიშნება [[ეკვატორი|ეკვატორზე]]. დედამიწის ნებისმიერი წერტილის [[განედი]] და გრძედი არის მისი [[გეოგრაფიული კოორდინატები]]. განასხვავებენ ასტრონომიულ და გეოდეზიურ გრძედებს. ასტრონომიული გრძედი დედამიწის ზედაპირზე ტოლია ადგილობრივი დროის სხვაობას. გეოდეზიური გრძედი განისაზღვრება გეოდეზიური გაზომვების გზით. ასტრონომიული გრძედი აგრეთვე ეწოდება ერთ-ერთ კოორდინატს ციურ კოორდინატთა ეკლიპტიკურ სისტემაში.სისტემაშi
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრძედი“-დან