ერისმთავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებლის 94.100.237.205 ცვლილებების გაუქმება (№3457408))
იარლიყი: გაუქმება
 
ერისმთავართა დინასტიურ კუთვნილებაზე წყაროებში ორი განსხვავებული ცნობა გვაქვს: [[ჯუანშერი]]ს ცნობით, პირველი ერისმთავარი [[გუარამი]] იყო ქართლის მეფეთა ნათესავი — [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] შვილიშვილი ქალის ხაზით; [[სუმბატ დავითის ძე|სუმბატ დავითის ძის]] ცნობით კი, გუარამი იყო დედით ხოსროიანი, ე. ი. ქართლის მეფეთა შთამომავალი, ხოლო მამით — ბაგრატიონი. ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი იყო [[აშოტი|აშოტ ადარნასეს ძე]]. იგი აჯანყდა, გაექცა არაბებს, დაემკვიდრა ბიზანტიის მფარველობით კლარჯეთში და იქ შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო, რომლის მეთაური [[888]]-იდან იწოდებოდა ქართველთა მეფედ.
 
== ერისმთავრები ==
* [[გუარამი]] (დაახლ. [[572]]–[[586]]/[[590]] წლებში, ვახუშტის ცნობით — [[575]]–[[600]] წლებში) — პირველი ერისმთავარი, [[კურაპალატი]].
* [[ჯუანშერ I]] (დაახლ. [[590]]–[[591]] წლებში) — ერთი მოსაზრებით ერისმთავარი, თუმცა მისი არსებობა ზუსტად ცნობილი არ არის.
* [[სტეფანოზ I]] ([[VI საუკუნე|VI საუკუნის]] დასასრულსა და [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] დასაწყისში, დაახლ. [[590]]/[[591]]–[[604]]/[[605]] წლებში, ვახუშტის ცნობით [[600]]–[[619]] წლებში) — გუარამის ძე, პატრიკიოსი.
 
==ლიტერატურა==