გარი კასპაროვი: განსხვავება გადახედვებს შორის

=== დასაწყისი და დიდოსტატის წოდების მიღება ===
[[File:Kasparov-2.jpg|150px|thumb|left|გარიკ ვაინშტეინი 11 წლის ასაკში, [[1974]]]]
ათი წლის ასაკში, ჭაბუკთა შეჯიბრებაზე [[ვილნიუსი|ვილნიუსში]] კასპაროვმა გაიცნო სპორტის ოსტატი ალექსანდრე ნიკიტინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მისი მწვრთნელი. [[1976]] წლამდე ნიკიტინი კასპაროვს პერიოდულად აძლევდა კონსულტაციებს და სხვადასხვა დავალებებს, იქიდან მოყოლებული კი მათ ერთად დაიწყეს მუშაობა.<ref>Линдер И. М., Линдер В. И. Гарри Каспаров. Жизнь и игра. С. 323—441.</ref> ნიკიტინის რეკომენდაციით, [[1973]] წელს კასპაროვი მივიდა გასინჯვაზე მსოფლიოს ექს-ჩემპიონის, [[მიხეილ ბოტვინიკი]]ს საჭადრაკო სკოლაში. კასპაროვი სკოლაში მიიღეს. ბოტვინიკის ძალისხმევით, იგი ინდივიდუალური გეგმით ვარჯიშობდა და სტიპენდიასაც იღებდა.<ref>Никитин, А. С. Первые шаги // 64 — Шахматное обозрение. — М., 1997. — № 9. — С. 26—29.</ref> [[1974]] წელს, მოსკოვში, პიონერთა სასახლეების ტურნირზე (რეგლამენტის თანახმად, ტურნირი იყო ჯგუფური; ყველა სასახლის გუნდს ხელმძღვანელობდა დიდოსტატი, რომელიც ერთდროული თამაშის სეანსს უტარებდა სხვა გუნდების წევრებს), კასპაროვმა დაამარცხა დიდოსტატი [[იური ავერბახი]]. შემდეგი წლის დასაწყისში, კასპაროვმა მონაწილეობა მიიღო ჭაბუკთა პირველობაში, სადაც მასზე 6-7 წლით უფროს მოწინააღმდეგეებთან უწევდა თამაში.<ref>Никитин, А. С. Первые шаги // 64 — Шахматное обозрение. — М., 1997. — № 9. — С. 26—29.</ref> [[სანქტ-პეტერბურგი|ლენინგრადში]], პიონერთა სასახლეების ახალ ტურნირზე, იმჟამინდელ ჩემპიონთან, [[ანატოლი კარპოვი|ანატოლი კარპოვთან]] თანაბარ პოზიციას მიაღწია, თუმცა, შეცდომა დაუშვა და დამარცხდა.<ref>Гарри — вундеркинд и гений игры (продолж.) // «Наука и жизнь» № 10, 2005</ref> იმავე ტურნირის დროსტურნირზე, ფრედ ითამაშა [[ვიქტორ კორჩნოი]]სთან.
 
[[1976]] წლის დასაწყისში, თორმეტი წლის ასაკში, გარი კასპაროვმა ჭაბუკთა შორის სსრკ-ს ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. მისი მოწინააღმდეგეებიდან უმრავლესობა მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. გამარჯვების შემდეგ, კასპაროვის მწვრთნელი ნიკიტინი, რომელიც [[მოსკოვი|მოსკოვში]] ცხოვრობდა, ბაქოელმა ოსტატმა, ალექსანდრე შაკაროვმა შეცვალა.<ref>Гарри — вундеркинд и гений игры (продолж.) // «Наука и жизнь» № 10, 2005</ref> იმავე წელს, სპორტკომიტეტის დაჟინებით, კასპაროვი გაემგზავრა კადეტთა (18 წლამდელების) მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.<ref>Никитин, А. С. Первые прыжки // 64 — Шахматное обозрение. — М., 1997. — № 10. — С. 32—35</ref>. მისი გამგზავრების წინააღმდეგ გამოდიოდნენ მწვრთნელები. [[1977]] წლის დასაწყისში, კასპაროვმა კვლავ გაიმარჯვა ჭაბუკთა შორის სსრკ-ს ჩემპიონატზე; ამჯერად, მან 9 ქულიდან 8½ დააგროვა. იმავე წელს, იგი კვლავ გაემგზავრა კადეტთა ჩემპიონატზე, რომლის ასაკობრივი ცენზი უკვე 17 წლამდე იყო დაწეული; ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, კასპაროვი პირველ ადგილს იყოფდა [[იოუნ არნასონი|იოუნ არნასონთან]], თუმცა, დაღლილობის გამო სამივე თამაში კასპაროვმა ყაიმით დაასრულა.<ref>Никитин, А. С. Первые прыжки // 64 — Шахматное обозрение. — М., 1997. — № 10. — С. 32—35.</ref>
340

რედაქტირება