აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ფილოსოფია ==
რენდმა საკუთარ ფილოსოფიურ სისტემას „ობიექტივიზმი“ უწოდა და მის დედაარსად გამოაცხადა „ადამიანის, როგორც გმირის ყოფა, რომლისთვისაც საკუთარი ბედნიერება ცხოვრების მორალური მიზანია, პროდუქტიული მიღწევა — ყველაზე კეთილშობილური აქტივობა და გონება — ერთადერთი [[აბსოლუტი]].<ref>{{harvnb|Rand|1992|pp=1170–1171}}</ref> გამომდინარე იქიდან, რომ რენდი ობიექტვიზიმს ფილოსოფიურ სისტემად მიიჩნევდა, მან ჩამოაყალიბა მოძრაობის პოზიციები [[მეტაფიზიკა]]ზე, [[ეპისტემოლოგია]]ზე, [[ეთიკა]]ზე, პოლიტიკურ ფილოსოფიაზე და [[ესთეტიკა]]ზე.<ref>{{harvnb|Peikoff|1991|pp=2–3}}; {{harvnb|Den Uyl|Rasmussen|1986|p=224}}; {{harvnb|Gladstein|Sciabarra|1999|p=2}}.</ref>
 
მეტაფიზიკაში, რენდი მხარს უჭერდა [[ფილოსოფიური რეალიზმი|ფილოსოფიურ რეალიზმს]] და ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რასაც მისტიციზმად ან ზებუნებრივად მიიჩნევდა, მათ შორის რელიგიის ყველა ფორმას.<ref>Den Uyl, Douglas J. & Rasmussen, Douglas B. "Ayn Rand's Realism". In {{harvnb|Den Uyl|Rasmussen|1986|pp=3–20}}.</ref>
 
ეპისტემოლოგიაში, რენდი თვლიდა, რომ ყველანაირი ცოდნა აგებული იყო აღქმის გრძნობაზე (რომლის სინამდვილესაც იგი [[აქსიომა]]დ განიხილავდა)<ref>{{harvnb|Peikoff|1991|pp=38–39}}; {{harvnb|Gotthelf|2000|p=54}}.</ref> და გონებაზე, რომელიც, მისი თქმით, იყო „უნარი, რომელიც ცნობს და ინტეგრირებს მატერიალს, რომელსაც მას ადამიანის გრძნობები აძლევენ“.<ref>{{harvnb|Rand|1964|p=22}}.</ref> რენდი უარყოფდა ყველანაირ ''a priori'' ცოდნას, მათ შორის „ინსტინქტს“, „ინსტიტუციას“„ინტუიციას“, „გამოცხადებას“ ან „უბრალოდ ცოდნას“.<ref>{{harvnb|Rand|1982|pp=62–63}}.</ref> ობიექტივისტური ეპისტემოლოგიის წარდგენისას, რენდი გამოვიდა კონცეფციის ფორმირების თეორიით და უარყო ანალიტიკურ-ხელოვნური დიქოტომია.<ref>{{harvnb|Salmieri|Gotthelf|2005|p=1997}}; {{harvnb|Gladstein|1999|pp=85–86}}.</ref>
 
ეთიკაში, რენდი იყო რაციონალური და ეთიკური [[ეგოიზმი]]ს, როგორც უმთავრესი მორალური პრინციპის მხარდამჭერი. მისი თქმით, ადამიანი უნდა არსებობდეს „საკუთარი თავისთვის, არ უნდა შესწიროს საკუთარი თავი სხვებს და არ შესწიროს სხვები საკუთარ თავს“.<ref>{{harvnb|Rand|1989|p=3}}.</ref> რენდი გმობდა ეთიკურ ალტრუიზმს, როგორც შეუსაბამოს ადამიანის ცხოვრებასთან და ბედნიერებასთან; თვლიდა, რომ ძალმომრეობა არის ირაციონალური და ბოროტი; „ატლანტმა მხრები გაშალა“-ში იგი წერდა, რომ „ძალადობა და გონება ურთიერთსაპირისპიროა“.<ref name="Kukathas">{{harvnb|Kukathas|1998|p=55}}.</ref><ref>{{harvnb|Rand|1964|p=25}}; {{harvnb|Badhwar|Long|2010}}; {{harvnb|Peikoff|1991|pp=207, 219}}.</ref><ref name="Badhwar 2010"/><ref>{{harvnb|Rand|1992|p=1023}}; {{harvnb|Peikoff|1991|pp=313–320}}.</ref>
 
პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რენდი მხარს უჭერდა ინდივიდუალურ უფლებებს (მათ შორის — საკუთრების უფლებას) და თვლიდა,<ref>{{harvnb|Peikoff|1991|pp=350–352}}.</ref> რომ ''Laissez-faire''-სეული [[კაპიტალიზმი]] იყო ერთადერთი მორალური სისტემა, იმიტომ, რომ მხოლოდ ეს სისტემა იყო დაფუძნებული ამ უფლებების დაცვაზე.<ref name="rights"/> იგი იყო [[სტატიზმი]]ს მოწინააღმდეგე და თვლიდა, რომ [[თეოკრატია]], [[აბსოლოტური მონარქია]], [[ნაციზმი]], [[ფაშიზმი]], [[კომუნიზმი]], ე.წ „[[დემოკრატიული სოციალიზმი]]“ და [[დიქტატურა]] სტატიზმის განსხვავებული გამონაზარდებია.<ref>{{harvnb|Peikoff|1991|pp=369}}.</ref> რენდის აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა შეზღუდულ „მცირე მთავრობას“.<ref>{{harvnb|Peikoff|1991|p=367}}.</ref> მართალია, რენდის პოლიტიკურ შეხედულებებს ხშირად უწოდებდნენ კონსერვატიულს ან ლიბერტარიანულს, თავად იგი საკუთარ თავს „რადიკალურ კაპიტალისტს“ უწოდებდა. რენდი ხშირად მუშაობდა კონსერვატორებთან პოლიტიკურ პროექტებზე, თუმცა არ ეთანხმებოდა მათ რელიგიურ და ეთიკურ საკითხებში.<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=174–177, 209, 230–231}}; {{harvnb|Den Uyl|Rasmussen|1986|pp=225–226}}; {{harvnb|Doherty|2007|pp=189–190}}; {{harvnb|Branden|1986|p=252}}.</ref> რენდი აგრეთვე გმობდა [[ლიბერტარიანიზმი|ლიბერტარიანიზმს]] და მას [[ანარქიზმი|ანარქიზმთან]] ააგივებდააგივებდა.<ref>{{harvnb|Sciabarra|1995|pp=266–267}}; {{harvnb|Burns|2009|pp=268–269}}.</ref> იგი [[ანარქიზმი|ანარქიზმს]] სუბიექტივიზმზე დაფუძნებულ მიამიტ თეორიას უწოდებდა და თვლიდა, რომ ანარქიზმს საბოლოო ჯამში საყოველთაო [[კოლექტივიზმი|კოლექტივიზმს]] გამოიწვევდა.<ref>{{harvnb|Sciabarra|1995|pp=280–281}}; {{harvnb|Peikoff|1991|pp=371–372}}; {{harvnb|Merrill|1991|p=139}}.</ref>
 
[[ესთეტიკა]]ში, რენდი ხელოვნებას უწოდებდა „ხელოვანის მეტაფიზიკურ ფასეულობებსა დაფუძნებულ რეალობის განსხვავებულად შექმნას“.<ref>{{harvnb|Sciabarra|1995|pp=204–205}}.</ref> მისი თქმით, ხელოვნების საშუალებით, შესაძლებელია ფილოსოფიური კონცეფციები გადმოიცეს კონკრეტულ ფორმაში, რომლის გაგებაც ადვილია და რომელსაც შესწევს ძალა დააკმაყოფილოს ადამიანთა გრძნობები. თავად რენდი ძირითადად ფოკუსირებული იყო ლიტერატურაზე;<ref>{{harvnb|Peikoff|1991|p=428}}.</ref> მისი აზრით, [[რომანტიზმი]] ყველაზე ზუსტად ასახავდა ადამიანთა თავისუფალი ნების არსებობას. ლიტერატურისადმი საკუთარ მიდგომას რენდი „რომანტიულ რეალიზმს“ უწოდებდა.<ref>{{harvnb|Sciabarra|1995|p=207}}; {{harvnb|Peikoff|1991|p=437}}.</ref>
 
რენდს არაერთხელ უთქვამს, რომ მასზე ყველაზე დიდი გავლენა [[არისტოტელე]]მ მოახდინა;<ref>{{harvnb|Rand|1992|p=1171}}</ref> იგი ხშირად ამბობდა, რომ ფილოსოფიის ისტორიაში მხოლოდ „სამი ა“-ს რეკომენდირება შეეძლო: [[არისტოტელე]]სი, [[თომას აკვინელი|აკვინელი]]ს და აინ რენდის.<ref name="Sciabarra1995p12">{{harvnb|Sciabarra|1995|p=12}}.</ref> მაიკ უოლესისთვის 1959 წელს მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე, თუ საიდან გამომდინარეობდა მისი ფილოსოფია, რენდმა უპასუხა: „ჩემი გონებიდან, მაგრამ, იმის გაგებით, რომ დავალებული ვარ არისტოტელეს — ერთადერთი ფილოსოფოსის, რომელმაც ჩემზე გავლენა მოახდინა, მიმართ. დანარჩენი მე მეკუთვნის“.<ref>{{harvnb|Podritske|Schwartz|2009|pp=174–175}}.</ref> თუმცა, თავდაპირველად, რენდი მოხიბლული იყო [[ფრიდრიხ ნიცშე]]თიც.<ref>{{harvnb|Heller|2009|p=42}}; {{harvnb|Burns|2009|pp=16, 22}}; {{harvnb|Sciabarra|1995|pp=100–106}}.</ref> ექსპერტებმა მისი გავლენა რენდის ადრეულ დღიურებში<ref>{{harvnb|Rand|1997|p=21}}; {{harvnb|Burns|2009|pp=24–25}}; {{harvnb|Sciabarra|1998|pp=136, 138–139}}.</ref> და „ჩვენ ცოცხლებში“<ref>{{harvnb|Merrill|1991|pp=38–39}}; {{harvnb|Sciabarra|1998|p=135}}; Loiret-Prunet, Valerie. "Ayn Rand and Feminist Synthesis: Rereading ''We the Living''". In {{harvnb|Gladstein|Sciabarra|1999|p=97}}.</ref> და წერის მისეულ სტილში იპოვეს. თუმცა,<ref>{{harvnb|Badhwar|Long|2010}}; Sheaffer, Robert. "Rereading Rand on Gender in the Light of Paglia". In {{harvnb|Gladstein|Sciabarra|1999|p=313}}.</ref> იმ მომენტისთვის, როცა რენდმა „პირველწყარო“ დაწერა, იგი უკვე ეწინააღმდეგებოდა ნიცშეს იდეებს<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=41, 68}}; {{harvnb|Heller|2009|p=42}}; {{harvnb|Merrill|1991|pp=47–49}}.</ref> და ადრეულ წლებშიც კი მისი [ნიშცეს] გავლენის დონე საკმაოდ საკამათოა.<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=303–304}}; {{harvnb|Sciabarra|1998|pp=135, 137–138}}; Mayhew, Robert. "''We the Living'' '36 and '59". In {{harvnb|Mayhew|2004|p=205}}.</ref> რაციონალური ეგოიზმი რენდამდე აღწერა [[ნიკოლაი ჩერნოვეცკი]]მ, [[1863]] წელს, ნოველაში „რა გავაკეთოთ?“;<ref>{{harvnb|Walicki|Andrews-Rusiecka|1979|p=196}}.</ref> ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით,<ref>{{harvnb|Weiner|2016}}.</ref> „რა გავაკეთოთ?“ არის რენდის შთაგონების წყარო. მაგალითად, ჩერნოვეცკის წიგნის მთავარი გმირი, ლოპუხოვი ამბობს: „მე არ ვარ კაცი, რომელიც მსხვერპლს გაიღებს. და საერთოდაც, ეგეთი რამე არც არსებობს. ადამიანი მოქმედებს ისე, როგორც ყველაზე მეტად სიამოვნებს“.<ref>{{harvnb|Sciabarra|2010|pp=28}}.</ref> ფილოსოფოსთა შორის, რენდი განსაკუთრებული ზიზღით იყო განწყობილი [[იმანუელ კანტი]]ს მიმართ, რომელსაც ის „მონსტრს“ უწოდებდა,<ref>{{harvnb|Rand|1971|p=4}}.</ref> although philosophers George Walsh<ref name="Walsh">{{harvnb|Walsh|2000}}.</ref> თუმცა, ფილოსოფოსები [[ჯორჯ უოლში]] და [[ფრედ სედონი]]<ref>{{harvnb|Seddon|2003|pp=63–81}}.</ref> თვლიან, რომ რენდი ხშირ შემთხვევაში კანტის ნააზრევის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებდა და აზვიადებდა მათ შორის არსებულ განსხვავებს.
ფილოსოფიაში შეტანილ ყველაზე მნიშვნელოვან წვლილად რენდი თვლიდა „მისეულ კონცეფციებს, ეთიკას და აღმოჩენას პოლიტიკაში, რომ ბოროტება, ანუ უფლებების დარღვევა, აუცილებლად ითვალისწინებს ძალმომრეობას“.<ref>{{harvnb|Rand|2005|p=166}}.</ref> რენდის აზრით, ეპისტემოლოგია იყო ფილოსოფიის ფუნდამენტური ნაწილი; იგი აგრეთვე თვლიდა, რომ გონების „მხარდამჭერა“ იყო მისი ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი სპექტი.<ref>{{cite book|title=Return of the Primitive: The Anti-Industrial Revolution|chapter=The Left: Old and New|page=62|isbn=978-0-452-01184-7|oclc=39281836|year=1999|location=New York|publisher=Meridian|last=Rand|first=Ayn|others=Edited by Peter Schwartz|title-link=Return of the Primitive: The Anti-Industrial Revolution}}.</ref> რენდი აცხადებდა: „მე განა კაპიტალიზმს ვუჭერ მხარს, მე ვუჭერ მხარს ეგოიზმს; განა ეგოიზმს ვუჭერ მხარს, არამედ გონებას. თუ ადამიანი აცნობიერებს გონების უზენაესობას და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს, დანარჩენი უბრალოდ ამას მოყვება“.<ref>{{harvnb|Rand|1971|p=1}}.</ref>
 
== კრიტიკა და მემკვიდრეობა ==
340

რედაქტირება