აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54:
1960-იან და 1970-იან წლებში რენდი კითხულობდა ლექციებს იელის, პრინსტონის, კოლუმბიას,<ref>{{harvnb|Branden|1986|pp=315–316}}</ref> ჰარვარდის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში<ref>{{harvnb|Gladstein|1999|p=14}}.</ref> და პროპაგანდირებდა „ობიექტივიზმის“ იდეებს. 1963 წელს, რენდმა მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ლიუსის და კლარკის კოლეჯისგან.<ref>{{harvnb|Branden|1986|p=318}}.</ref> რენდი აგრეთვე კითხულობდა ლექციებს „Ford Hall Forum“-ში, ხოლო ლექციის დამთავრების შემდეგ პასუხობდა აუდიტორიის კითხვებს.<ref>{{harvnb|Gladstein|1999|p=16}}.</ref> ამ სესიების დროს, რენდმა დააფიქსირა თავისი პოზიცია იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური საკითხების მიმართ. მან დაუჭირა მხარი აბორტის უფლებას,<ref>{{harvnb|Heller|2009|pp=320–321}}.</ref> გამოვიდა [[ვიეტნამის ომი]]ს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ (თუმცა, მათ, ვინც გაწვევას აარიდა თავი, „უქნარები“ უწოდა);<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=228–229, 265}}; {{harvnb|Heller|2009|p=352}}.</ref> რენდმა დაიჭირა [[ისრაელი]]ს მხარე 1973 წლის იომ კიპურის ომის დროს და ებრელების და არაბების დაპირსპირებას „ცივილეზებული ადამიანების ველურების წინააღმდეგ ბრძოლა“ უწოდა.<ref>{{harvnb|Rand|2005|p=96}}; {{harvnb|Burns|2009|p=266}}.</ref> რენდის თქმით, ევროპელ კოლონისტებს ჰქონდათ უფლება მკვიდრი ამერიკელების მიწებზე ეცხოვრათ.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=266}}; {{harvnb|Heller|2009|p=391}}.</ref> ასეევე, რენდმა [[ჰომოსექსუალიზმი|ჰომოსექსუალიზმს]] „ამორალური“ და „აუტანელი“ უწოდა, მაგრამ, ამავე დროს, მხარი დაუჭირა მასთან დაკავშირებული ყველა კანონის გაუქმებას.<ref>{{harvnb|Heller|2009|pp=362, 519}}.</ref> რენდმა აგრეთვე მხარი დაუჭირა რამდენიმე რესპუბლიკელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განსაკუთრებით კი [[ბარი გოლდუოტერი|ბარი გოლდუოტერს]] [[1964]]-ში. რენდმა მის მხარდასაჭერად გაზეთში რამდენიმე სტატიაც კი დაწერა.<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=204–206}}; {{harvnb|Heller|2009|pp=322–323}}.</ref>
 
[[1964]] წელს ნათანიელ ბრანდენმა დაიწყო ურთიერთობა ახალგაზრდა მსახიობ პატრისია სკოტთან, რომელზეც ის მოგვიანებით დაქორწინდა კიდეც. ნათანიელ და ბარბარა ბრანდენი წყვილის ურთიერთობას რენდისგან მიზანმიმართულად მალავდნენ. [[1968]] წელს რენდმა შეიტყო ამ ურთიერთობის შესახებ, და მართალია, მისი რომანი ნათანიელთან უკვე დამთავრებული იყო,<ref>{{harvnb|Britting|2004|p=101}}</ref> მან შეწყვიტა ურთიერთობა ორივე ბრანდენთან, რის შედეგადაც NBI-ს მოღვაწეობა დასრულდა.<ref>{{harvnb|Branden|1986|pp=344–358}}.</ref> რენდმა აგრეთვე გამოაქვეყნა სტატიას, სადაც ბრანდენი უპატიოსნობასა და „პირად ცხოვრებაში ირაციონალურ ქცევაში“ დაადანაშაულა.<ref>{{harvnb|Heller|2009|pp=378–379}}.</ref><ref>{{harvnb|Heller|2009|p=411}}.</ref> ბრანდენმა მოგვიანებით ბოდიში მოუხადა „ობიექტივიზმის ყველა სტუდენტს“ „აინ რენდის მისტიკის უკვდავყოფისთვის“ და „ინტელექტუალური რეპრესიულობით გაჟღენთილი ობიექტივისტური მოძრაობის საშინელ ატმოსფეროში წვლილის შეტანისთვის“.<ref>{{harvnb|Branden|1986|pp=386–389}}.</ref>
 
[[1974]] წელს, რენდს გაუკეთეს ოპერაცია ფილტვებზე. სიგარეტის მოწევის გამო, მას ფილტვის კიბო ჰქონდა.<ref>{{harvnb|Heller|2009|pp=391–393}}.</ref> [[1976]] წელს, მან თავი დაანება წერას, და მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობისა, დართო ნება სოციალურ მუშაკ ევა პრაიორს იგი სოციალური დაცვის და „Medicare“-ის პროგრამებში ჩაერთო.<ref>{{harvnb|McConnell|2010|pp=520–521}}</ref><ref>{{harvnb|Weiss|2012|p=62}}</ref> 1970-იანი წლების ბოლოში, იგი სულ ნაკლებად იყო ჩართული ობიექტივისტური მოძრაობის განვითარებაში; იგი თითქმის ჩამოშორდა საქმეს [[1979]] წელს, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.<ref>{{harvnb|Branden|1986|pp=392–395}}.</ref> მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო „ატლანტმა მხრები გაშალას“ ტელე-ადაპტაცია, რომლის დასრულებაც ვერ მოხერხდა.<ref>{{harvnb|Heller|2009|p=406}}.</ref>
 
რენდი დაიღუპა გულის უკმარისობით, [[1982]] წლის 6 მარტს, საკუთარ სახლში, ქალაქ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]].<ref>{{harvnb|Heller|2009|p=410}}.</ref> იგი დაასაფლავეს კენსიქოს სასაფლაოზე, ქალაქ ვალჰალაში, ნიუ-იორკის შტატში.<ref>{{harvnb|Heller|2009|pp=405, 410}}.</ref> რენდის დაკრძალვას დაესწრნენ მისი ცნობილი მიმდევრებიც, მათ შორის [[ალან გრინსპანი]].<ref>{{harvnb|Branden|1986|p=403}}.</ref> ანდერძის მიხედვით, რენდის მთელი ქონება ლეონარდ პეიკოფს დარჩა.<ref>{{harvnb|Heller|2009|p=400}}.</ref>
 
== ფილოსოფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აინ_რენდი“-დან