აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
 
=== ბოლო წლები ===
1960-იან და 1970-იან წლებში რენდი კითხულობდა ლექციებს იელის, პრინსტონის, კოლუმბიას,<ref>{{harvnb|Branden|1986|pp=315–316}}</ref> ჰარვარდის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში<ref>{{harvnb|Gladstein|1999|p=14}}.</ref> და პროპაგანდირებდა „ობიექტივიზმის“ იდეებს. 1963 წელს, რენდმა მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ლიუსის და კლარკის კოლეჯისგან.<ref>{{harvnb|Branden|1986|p=318}}.</ref> რენდი აგრეთვე კითხულობდა ლექციებს „Ford Hall Forum“-ში, ხოლო ლექციის დამთავრების შემდეგ პასუხობდა აუდიტორიის კითხვებს.<ref>{{harvnb|Gladstein|1999|p=16}}.</ref> ამ სესიების დროს, რენდმა დააფიქსირა თავისი პოზიცია იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური საკითხების მიმართ. მან დაუჭირა მხარი აბორტის უფლებას,<ref>{{harvnb|Heller|2009|pp=320–321}}.</ref> გამოვიდა [[ვიეტნამის ომი]]ს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ (თუმცა, მათ, ვინც გაწვევას აარიდა თავი, „უქნარები“ უწოდა);<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=228–229, 265}}; {{harvnb|Heller|2009|p=352}}.</ref> რენდმა დაიჭირა [[ისრაელი]]ს მხარე 1973 წლის იომ კიპურის ომის დროს და ებრელების და არაბების დაპირსპირებას „ცივილეზებული ადამიანების ველურების წინააღმდეგ ბრძოლა“ უწოდა.<ref>{{harvnb|Rand|2005|p=96}}; {{harvnb|Burns|2009|p=266}}.</ref> რენდის თქმით, ევროპელ კოლონისტებს ჰქონდათ უფლება მკვიდრი ამერიკელების მიწებზე ეცხოვრათ.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=266}}; {{harvnb|Heller|2009|p=391}}.</ref> ასეევე, რენდმა [[ჰომოსექსუალიზმი|ჰომოსექსუალიზმს]] „ამორალური“ და „აუტანელი“ უწოდა, მაგრამ, ამავე დროს, მხარი დაუჭირა მასთან დაკავშირებული ყველა კანონის გაუქმებას.<ref>{{harvnb|Heller|2009|pp=362, 519}}.</ref> რენდმა აგრეთვე მხარი დაუჭირა რამდენიმე რესპუბლიკელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განსაკუთრებით კი [[ბარი გოლდუოტერი|ბარი გოლდუოტერს]] [[1964]]-ში. რენდმა მის მხარდასაჭერად გაზეთში რამდენიმე სტატიაც კი დაწერა.<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=204–206}}; {{harvnb|Heller|2009|pp=322–323}}.</ref>
 
[[1964]] წელს ნათანიელ ბრანდენმა დაიწყო ურთიერთობა ახალგაზრდა მსახიობ პატრისია სკოტთან, რომელზეც ის მოგვიანებით დაქორწინდა კიდეც. ნათანიელ და ბარბარა ბრანდენი წყვილის ურთიერთობას რენდისგან მიზანმიმართულად მალავდნენ. [[1968]] წელს რენდმა შეიტყო ამ ურთიერთობის შესახებ, და მართალია, მისი რომანი ნათანიელთან უკვე დამთავრებული იყო, მან შეწყვიტა ურთიერთობა ორივე ბრანდენთან, რის შედეგადაც NBI-ს მოღვაწეობა დასრულდა. რენდმა აგრეთვე გამოაქვეყნა სტატიას, სადაც ბრანდენი უპატიოსნობასა და „პირად ცხოვრებაში ირაციონალურ ქცევაში“ დაადანაშაულა. ბრანდენმა მოგვიანებით ბოდიში მოუხადა „ობიექტივიზმის ყველა სტუდენტს“ „აინ რენდის მისტიკის უკვდავყოფისთვის“ და „ინტელექტუალური რეპრესიულობით გაჟღენთილი ობიექტივისტური მოძრაობის საშინელ ატმოსფეროში წვლილის შეტანისთვის“.
ხაზი 58:
[[1974]] წელს, რენდს გაუკეთეს ოპერაცია ფილტვებზე. სიგარეტის მოწევის გამო, მას ფილტვის კიბო ჰქონდა. [[1976]] წელს, მან თავი დაანება წერას, და მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობისა, დართო ნება სოციალურ მუშაკ ევა პრაიორს იგი სოციალური დაცვის და „Medicare“-ის პროგრამებში ჩაერთო. 1970-იანი წლების ბოლოში, იგი სულ ნაკლებად იყო ჩართული ობიექტივისტური მოძრაობის განვითარებაში; იგი თითქმის ჩამოშორდა საქმეს [[1979]] წელს, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო „ატლანტმა მხრები გაშალას“ ტელე-ადაპტაცია, რომლის დასრულებაც ვერ მოხერხდა.
 
რენდი დაიღუპა გულის უკმარისობით, [[1982]] წლის 6 მარტს, საკუთარ სახლში, ქალაქ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. იგი დაასაფლავეს კენსიქოს სასაფლაოზე, ქალაქ ვალჰალაში, ნიუ-იორკის შტატში. რენდის დაკრძალვას დაესწრნენ მისი ცნობილი მიმდევრებიც, მათ შორის [[ალან გრინსპანი]]. ანდერძის მიხედვით, რენდის მთელი ქონება ლეონარდ პეიკოფს დარჩა.
 
== ფილოსოფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აინ_რენდი“-დან