აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

=== „ატლანტმა მხრები გაშალა“ და ობიექტივიზმი ===
„პირველწყაროს“ გამოსვლიდან წლების განმავლობაში, რენდი იღებდა არაერთ წერილს მკითხველებისგან, რომელთა ნაწილზეც წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა. 1951 წელს რენდი ლოს-ანჯელესიდან გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც შეკრიბა მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა ჯგუფი (რომელსაც ხუმრობით „კოლექტივსაც“ ეძახდნენ). ჯგუფში იყვნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალი თავმჯდომარე [[ალან გრინსპანი]], ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი ნათან ბლუმენთალი (შემდეგ [[ნათანიელ ბრანდენი]]), მისი მეუღლე ბარბარა და ბარბარას ბიძაშვილი, ლეონარდ პეიკოფი. თავდაპირველად, ჯგუფი იყო რენდის და მისი მეგობრების არაფორმალური შეკრება, ფილოსოფიის განსახილველად. უკვე შემდეგ, რენდი მათ მისი ახალი ნოველას, „ატლანტმა მხრები გაშალას“ მონახაზის წაკითხვის უფლებას აძლევდა. 1954 წლისთვის, რენდის ახლო ურთიერთობა ნათანიელ ბრანდენთან გადაიზარდა რომანტიულ ურთიერთობაში, ორივე მათგანის მეუღლის თანხმობით.<ref>{{harvnb|Branden|1986|pp=256–264, 331–343}}.</ref>
 
 
1957 წელს გამოსული „ატლანტმა მხრები გაშალა“ აინ რენდის ''magnum opus''-ად ითვლება.<ref>{{harvnb|Sciabarra|1995|p=113}}; {{harvnb|Mayhew|2005b|p=78}}.</ref> რენდმა ნოველას თემად აღწერა „გონების როლი ადამიანის არსებობაში და როგორც შედეგი, ახალი მორალური ფოლისოფიის დემონსტრაცია: რაციონალური ეგოიზმის მორალისა“.<ref>Salmieri, Gregory. "''Atlas Shrugged'' on the Role of the Mind in Man's Existence". In {{harvnb|Mayhew|2009|p=248}}.</ref> ნოველაში აღწერილია და დაცულია რენდის ფილოსოფიური სისტემის, „ობიექტივიზმის“ უმნიშვნელოვანესი ასპექტები და გამოხატავს ადამიანური მიღწევების მისეულ კონცეფციას. ნოველა არის ანტი-უტოპია, რომელშიც მოქმედება მიდის აშშ-ში, სადაც ყველაზე კრეატიული ინდივიდუალისტები — მეცნიერები, ინდუსტრიალისტები და არტისტები პასუხობენ საყოველთაო კეთილდღეობის ხელისუფლებას ქმედებებს საყოველთაო გაფიცვით და მთებში გაქცევით, სადაც ისინი აშენებენ დამოუკიდებელ, თავისუფალ ეკონომიკურ სისტემას. ნოველას მთავარი გმირი და გაფიცულთა ლიდერი ჯონ გალტი გაფიცვას „მსოფლიოს ძრავის შეჩერებას“ (ადამიანების, ვისაც ერის/საზოგადოების წარმატებასა და კეთილდღეობაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ) უწოდებს; გაფიცვის მაგალითს რენდი იყენებს, რათა დაანახოს მკითხველს, რომ ყველაზე რაციონალური და პროდუქტიული ადამიანების გარეშე, მოხდება ეკონომიკური კოლაფსი და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ნგრევა. ნოველა შეიცავს მისტიკის და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებს<ref>{{harvnb|Gladstein|1999|p=42}}.</ref><ref>{{harvnb|McConnell|2010|p=507}}.</ref> და შეიცავს „ობიექტივიზმის“ არსის უფრო დეტალურ განმარტებას ჯონ გალტის მიერ წარმოთქმული მონოლოგის სახით.<ref>Stolyarov II, G. "The Role and Essence of John Galt's Speech in Ayn Rand's ''Atlas Shrugged''". In {{harvnb|Younkins|2007|p=99}}.</ref>
340

რედაქტირება