აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== პოლიტიკური გავლენა ===
მართალია, რენდი არ თვლიდა საკუთარ თავს „კონსერვატორად“ ან „ლიბერტარიანელად“,<ref>{{harvnb|Burns|2009|p=258}}; {{harvnb|Rand|2005|p=73}}.</ref> მას დღემდე დიდი გავლენა აქვს მემარჯვენე პოლიტიკურ სპექტრზე და ლიბერტარიანელებზე.<ref name="politicalinfluence"/> ჯიმ პაუელის აზრით, რენდი არის არის თანამედროვე ამერიკული ლიბერტარიანიზმის სამი საკვანძო ქალი ფიგურადან ერთ-ერთი (როუზ უილდერთან და იზაბელ პატერსონთან ერთად),<ref>{{harvnb|Powell|1996|p=322}}.</ref> ხოლო დეივიდ ნოლანის, ლიბერტარიანული პარტიის დამფუძნებლის თქმით, „აინ რენდის გარეშე, ლიბერტარიანული მოძრაობა არ იარსებებდა“.<ref>{{harvnb|Branden|1986|p=414}}.</ref> ლიბერტარიანული მოძრაობის აღწერისას, ჟურნალისტმა ბრაიან დოერთიმ აღწერა რენდი, როგორც „ყველაზე გავლენიანი ლიბერტარიანელი მეოცე საუკუნეში“,<ref name="Doherty11"/> ხოლო ბიოგრაფის, ჯენიფერ ბარნსი რენდს მოიხსენიებს, როგორც „ნარკოტიკს, რომელიც არის გზა მემარჯვენეობისკენ“.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=4}}.</ref> ეკონომისტი და აინ რენდის სტუდენტი, ჯორჯ რაისმანი წერდა: „აინ რენდს... უნდა ვუმადლოდეთ კაპიტალიზმის ფილოსოფიური საძირკველისთვის; იგი, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა, პასუხისმგებელია პრო-კაპიტალისტური იდეების გავრცელებაზე“.<ref>{{cite book|title=Capitalism: A complete understanding of the nature and value of human economic life|last=Reisman|first=George|year=1998|isbn=978-0-915463-73-2|publisher=Jameson Books|page=2}}</ref>
 
ამავე დროს, რენდის წინააღმდეგ გამოდიოდნენ კონსერვატიული ჟურნალის, ''National Review''-ის რედაქტორები, უილიამ ბაკლი, უიტაკერ ჩემბერსი, გერი უილსი და სტენტონ ევანსი. 1950-იან და 1960-იან წლებში მათ გამოაქვეყნეს რენდის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტატიები, თუმცა, მოგვიანებით მათ მოუწიათ გადაეხედათ დამოკიდებულება რენდისა და მისი იდეების მიმართ კონსერვატორებზე უკანასკნელის დიდი გავლენის გამო.
340

რედაქტირება