კოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
 
ამ რიგად, კოლას რაიონი, როგორც მოვიხსენიეთ, არის მტკვრის დასაწყისი, მაგრამ ვინაიდან ამ დასაწყისს შეადგენს უამრავი წყაროები, ძნელია გადაჭრით თქმა, რომელია მათში სათავე მტკვრისა, მაგრამ სათავედ მიჩნეულია საზოგადოთ, ერთი დიდი წყარო, რომელიც ნაკადულად გამოჰქუხს მთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში ქვაბურისა და რომელსაც ეხლა მაჰმადიანები ეძახიან კურიუხ-ბაჩაი, ხოლო ქრისტიანები აიაზმას უწოდებენ, ესე იგი ნაკურთხ ანუ წმიდა წყალს. ეს სახელი ძველთაგან უნდა მომდინარეობდეს. ამ წყაროზე აშენებული ყოფილა ძველი ქვის ეკლესია. რომლის ნანგრევები დღესაც ჩანს; ალბათ ეს ის ადგილია, სადაც ჯერ მოინათლენ წყალში ღამე, ფარულად თავიანთ წარმართ მშობლებისაგან და შემდეგ ამისათვის ეწამენ მათგან ამავე ადგილას „ცხრა ყრმა, სულიერი ძმანი, კოლაელნი“. შეუძლებელია ეს ადგილი არ აღენიშნათ ეკლესიის აშენებით. ეს წყარო, მტკვრის სათავედ მიჩნეული. ერთის კილომეტრის დინების შემდეგ, თანდათან იკარგება მიწაში და მისი დენა აღნიშნულია მხოლოდ ჭაობებით. რომელნიც მცხინვარე ზაფხულშიაც არ შრება, და ბოლოს გამოდის მდინარედ სოფელ არპაშენთან და შემდეგ დის სოფელ ვარგინისამდის, სადაც მას ერთვის კიურდკეი-სუ, ანუ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი უწოდებენ, პასარდჟიკ-ჩაი. აქედან უკვე მტკვარი თვალსაჩინო მდინარეა და მისი სიგრძე კასპიის ზღვაში შერთვამდის უდრის 1100 კილომეტრს.
 
მართალია კოლას ოლთისის აუზიდან მაღალი წყალთგამყოფი ქედი ჰყოფს, მაგრამ გადასასვლები კარგია; მათ შორის საუკეთესოდ ითვლება ორი ზეკარი, პანჯურეთისა და აგუნდირისა. აგუნდირი უკანასკნელი სოფელია კოლასი, სადაც თავდება ახალქალაქ-არტაან-კოლას გზატკეცილი და აქედან ეშვება ქალაქ ოლთისში.
 
==ისტორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლა“-დან