აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 113:
 
გლადშტეინი, [[ჰარი ბინსუანგერი]], [[ალან გოთელფი]], [[ჯონ ჰოსპერსი]], [[ედვინ ლოქი]], [[უოლეს მეთსონი]], [[ლეონარდ პეიკოფი]], [[კრის მეტიუ სკიაბარა]] და [[ტარა სმითი]] ასწავლიდნენ რენდისეულ ფილოსოფიას აკადემიურ ინსტიტუტებში. სკიაბარა ამჟამად არის ჟურნალ „Ayn Rand Studies“-ის თანარედაქტორი. [[1987]] წელს, გოთელფმა, [[ჯორჯ უოლში|ჯორჯ უოლშმა]] და [[დეივიდ კელი]]მ დააფუძნეს „აინ რენდის საზოგადოება“, „ამერიკული ფილოსოფიურ ასოციაციასთან“ აფილირებული ჯგუფი. [[2012]] წელს, [[პიტსბურგის უნივერსიტეტი|პიტსბურგის უნივერსიტეტმა]] წამოიწყო „აინ რენდის საზოგადოების ფილოსოფიური კვლევები“. სმითმა დაწერა რამდენიმე აკადემიური წიგნი და ნამუშევარი რენდის იდეებზე, მათ შორის „აინ რენდის ნორმატიული ეთიკა: ვირტუოზი ეგოისტი“. რენდის იდეების სწავლის საგნად აქციეს კლემსონის და დიუკის უნივერსიტეტებში. ამავე დროს, ამერიკული და ინგლისური ლიტერატურების მკვლევარები ძირითადად აიგნორებენ რენდის ნამუშევრებში, თუმცა კი ინტერესი მისდამი გაიზარდა 1990-იანი წლებიდან.
 
რენდის მკვლევარები [[დაგლას დენ ული]] და [[დაგლას რასმუსენი]] აღნიშნავენ მისი ნააზრევების ორიგინალურობას, მაგრამ მის სტილს „ჰიპერბოლიკურს და ემოოციურს“ უწოდებენ. ფილოსოფოსი [[ჯეკ უილერი]] ამბობს, რომ რენდის ეთიკა არის „ყველაზე დიდი მიღწევა“, „რომლის შესწავლაც საგრძნობლად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე იმ ეპოქის ნებისმიერი სხვა ნააზრევისა“. [[2001]] წელს ლიტერატურულ ენციკლოპედიაში გამოჩნდა სტატია რენდის შესახებ, სადაც [[ჯონ დეივიდ ლუისი|ჯონ დეივიდ ლუისმა]] განაცხადა, რომ „რენდმა დაწერა ინტელექტუალურად ყველაზე გამოწვევი მხატვრული ნაწარმოები მის თობაში“. [[1999]] წელს მიცემულ ინტერვიუში, სკიაბარამ განაცხადა: „ვიცი, რომ რენდს დასცინიან“ და გააკეთა პროგნოზი, რომ აკადემიურ წრეებში ინტერესი მისი ნამუშევრების მიმართ გაიზრდებოდა.
 
ლიბერტარიანელი ფილოსოფოსი [[მაიკლ ჰუმერი]] თვლის, რომ ცოტა ადამიანი თუ თვლის რენდის იდეებს დამარწმუნებლად, განსაკუთრებით ეს მის [[ეთიკა]]ს ეხება. ჰუმერის აზრით, რენდის იდეების ინტერპრეტაცია საკმაოდ რთული ამოცანაა და შეიძლება ლოგიკურ კავშირსაც იყოს მოკლებული. ჰუმერი თვლის, რომ ყურადღებას, რომელსაც რენდი იღებს, განაპირობებს, რომ ის იყო „ბრწყინვალე მწერალი“, განსაკუთრებით კი ნოველისტი. აღსანიშნავია, რომ რენდის ნაშრომმა, „ატლანტმა მხრები გაშალა“-მ გაყიდვებით გადაასწრო თავად რენდის ნებისმიერ ნამუშევარს, ისევე როგორც [[კლასიკური ლიბერალიზმი]]ს მიმდევარ სხვა ფილოსოფოსებს, როგორებიც არიან [[ლუდვიდ ფონ მიზესი]], [[ფრიდრიხ ჰაიეკი]] და [[ფრედერიკ ბასტიატი]].
 
პოლიტიკის მეცნიერი [[ჩარლზ მიურეი]] დადებითად აფასებს რენდის ლიტერატურულ მიღწევას, მაგრამ აკრიტიკებს მის ნათქვამს, რომ ერთადერთი ფილოსოფოსი, ვინც მასზე გავლენა მოახდინა, [[არისტოტელე]] იყო. მიურეის აზრით, რენდის ფილოსოფიაში ადგილი აქვთ ნიცშესა და [[ჯონ ლოკი]]ს იდეებსაც. მართალია, თავად რენდი ამტკიცებდა, რომ ობიექტივიზმი იყო ინტეგრირებული ფილოსოფიური სისტემა, ფილოსოფოსი [[რობერტ ბასი]] თვლის, რომ მისი ცენტრალური იდეები [[ეთიკა]]ში წინააღმდეგობაში მოდის მის ცენტრალურ პოლიტიურ იდეებთან.
 
=== ობიექტივისტური მოძრაობა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აინ_რენდი“-დან