აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 108:
 
=== აკადემიკოსთა რეაქცია ===
აინ რენდის ცხოვრების პერიოდში, მისმა ნამუშევრებმა ცოტა ყურადღება მიიღო აკადემიური წრეებისგან. პირველი აკადემიური ნამუშევარი რენდის ფილოსოფიაზე გამოვიდა [[1971]] წელს. მისმა ავტორმა წიგნს უწოდა „მოღალატური წამოწყება“ რომელსაც შეუძლია მიიყვანოს „დანაშაულის გრძნობამდე“ რენდის სერიოზულად მიღებისთვის. რამდენიმე სტატია რენდის გარდაცვალებამდე ჯერ კიდევ [[1982]] წელს გამოიცა რამდენიკე აკადემიურ ჟურნალში, მათი უმრავლესობა „The Personalist“-ში. ერთ-ერთი ასეთი იყო ლიბერტარიანელი ფილოსოფისის, რობერტ ნოზიკის სტატია „რენდისეულ მოსაზრებაზე“, სადაც ნოზიკმა დაწერა, რომ რენდის მეტა-ეთიკური ნააზრევი უსაფუძვლო იყო და ვერ ახერხებდა პასუხი ეპოვნა [[დეივიდ ჰიუმი]]ს მიერ წარმოჩენილ „იუმის პრინციპისთვის“. ნოზიკის საპასუხოდ, ზოგიერთი სხვა აკადემიკოსი ფილოსოფოსი წერდა, რომ ნოზიკი რენდის შემთხვევას არასწორად უდგებოდა. აკადემიკოსები კიდევ უფრო ნაკლებად განიხილადნენ რენდს, როგორც ლიტერატურულ ფიგურას. აკადემიკოსმა [[მიმი გლადშტეინი|მიმი გლადშტეინმა]] ვერ მოახერხა ეპოვნა სამეცნიერო სტატია რენდის ნოველებზე როდესაც მან [[1973]] წელს მისი კვლევა დაიწყო. 1970-იანი წლების განმავლობაში, გლადშტეინმა სამი სტატიის აღმოჩენა მოახერხა.
 
რენდის გარდაცვალების შემდეგ, ინტერესი მისი ნამუშევრების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა. ისტორიკოსმა ჯენიფერ ბარნსმა აღმოაჩინა რენდის ნამუშევრების მიმართ ინტერესის სამი ანთება, მესამე ასეთი ანთება [[2000]] წლიდან დაიწყო. მაგრამ, დღესდღეობით, ცოტა უნივერსიტეტს აქვს ჩართული რენდი ან ობიექტივიზმი ფილოსოფიური სპეციალობის პროგრამაში, ხოლო ლიტერატურული და ფილოსოფიური ფაკულტეტების დიდი ნაწილი მას მხოლოდ პოპ-კულტურის ფენომენად მიიჩნევს და არა სერიოზული შესწავლის ობიექტად
 
=== ობიექტივისტური მოძრაობა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აინ_რენდი“-დან