კოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
[[ფაილი:Ardahan districts.png|მინი|''Göle''-ს რეგიონი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე]]
[[ფაილი:Gole.jpg|მინიატიურა|თანამედროვე ქალაქი გოლე (კოლა)]]
'''კოლა''' — მხარე ისტორიულ სამხრეთ [[საქართველო]]ში, თანამედროვე [[თურქეთი|თურქეთის]] ტერიტორიაზე. იგი მოიცავს [[მტკვარი|მტკვრის]] სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება [[კოლხები|კოლხას]] ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა.
 
==გეოგრაფია==
იგი მოიცავს [[მტკვარი|მტკვრის]] სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება [[კოლხები|კოლხას]] ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა.
 
კოლა ანუ კოლას ხევი არის მდინარე მტკვარის სათავე. თურქები მას უწოდებენ ამას უწოდებენ „გელ“ რაც ტბას ნიშნავს. ტერიტორია მოიცავს 1.696 კმ². ესაა უზარმაზარი ჩაღრმავება ანუ ქვაბული, რომელსაც ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა აქვს. მისი განიერი ფუძე ჩრდილოეთისაკენ მდებარეობს, ხოლო მწვერვალი სამხრეთისაკენ. ზედაპირი მისი წარმოადგენს ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. შუაში პატარა მაღლობი ახლავს, რომელზედაც გაშენებულია სოფელი ოკამი, მეფის რუსეთის დროს ის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ეს ის ადგილი უნდა იყოს. რომლის შესახებ [[ვახუშტი ბატონიშვილი]] სწერს. „ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკვრის კიდის დასავლით არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლის, და უწოდებენ კოლის ფაშას“. მთებიდან, რომლებითაც შემოზღუდულია კოლას ქვაბური, მრავალი წყარო გამოდის. რომლებიც სხვა და სხვა ადგილას ერთდებიან და ბოლოს შეადგენენ მდინარე მტკვარს. გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს, ქვაბული იქცევა უზარმაზარ ჭაობად, რომელიც ტბის სახეს იღებს, და ალბათ ამიტომ დაარქვეს თურქებმა გელ, რაც ნიშნაეს ტბას. მართლაც, გადმოცემით და გეოლოგიურადაც, ეს ქვაბური ერთხელ უნდა ყოფილიყო ტბა, რომლის ჩრდილოეთის ნაპირები გაირღვა და გაიკაფა გზა არტაანის ველზე მტკვრის საშუალებით. მაისის შუა რიცხვებში უმეტესი ნაწილი კოლასი შრება და ივლისში იმოსება მშვენიერი ბალახით, მაგრამ ზოგ ადგილას რჩება ჭაობები, რომელნიც სასტიკ სიცხიან ზაფხულშიც არ შრება. მომაღლო ადგილებზე და მთის კალთებზე არის სახნავი მიწები, მაგრამ პური და ქერი ყოველთვის არ მწიფდება. მთელი დანარჩენი ნაწილი ვაკესი წარმოადგენს მორწყულ მინდვრებს, ამიტომ აქ საუკეთესო საძოვრები და სათიბებია და მცხოვრებნი უმეტეს შემთხვევაში მისდევენ მესაქონლეობას, თუმცა ხვნა-თესვასაც არ აკლებენ ხელს.