კოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
იგი მოიცავს [[მტკვარი|მტკვრის]] სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება [[კოლხები|კოლხას]] ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა.
 
კოლა ანუ კოლას ხევი არის მდინარე მტკვარის სათავე. თურქები მას უწოდებენ ამას უწოდებენ „გელ“ რაც ტბას ნიშნავს, ხოლო რუსების დროს ეს შეადგენდა არდაგანის ოკრუგის გელის მონაკვეთს. ტერიტორია მოიცავს 1.696 კმ². ეს არის უზარმაზარი ჩაღრმავება ანუ ქვაბური, სახე აქვს ტოლფერდა სამკუთხედისა, რომლის განიერი ფუძე ჩრდილოეთისაკენ მდებარეობს, ხოლო მწვერვალი სამხრეთისაკენ. ზედაპირი მისი წარმოადგენს ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან '''5.500'''2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. შუაში პატარა მაღლობი ახლავს, რომელზედაც გაშენებულია სოფელი ოკამი, მეფის რუსეთის დროს ის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ეს ის ადგილი უნდა იყოს. რომლის შესახებ ბატონიშვილი ვახუშტი სწერს. „ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკვრის კიდის დასავლით არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლის, და უწოდებემ კოლის ფაშას“. მთებიდან, რომლებითაც შემოზღუდულია კოლას ქვაბური, მრავალი წყარო გამოდის. რომელნიც სხვა და სხვა ადგილას ერთდებიან და ბოლოს შეადგენენ მდინარე მტკვარს. გაზაფხულზე. თოვლის დნობის დროს, ქვაბური იქცევა უზარმაზარ ჭაობად, რომელიც ტბის სახეს იღებს, და ალბათ ამიტომ დაარქვეს თათრებმა გელ, რაც ნიშნაეს ტბას. მართლაც, გადმოცემით და გეოლოგიურადაც, ეს ქვაბური ერთხელ უნდა ყოფილიყო ტბა, რომლის ჩრდილოეთის ნაპირები გაირღვა და გაიკაფა გზა არდაგანის ველზე მტკვრის საშუალებით. მაისის შუა რიცხვებში უმეტესი ნაწილი კოლასი შრება და ივლისში იმოსება მშვენიერი ბალახით, მაგრამ ზოგ ადგილას რჩება ჭაობები, რომელნიც სასტიკ სიცხიან ზაფხულშიც არ შრება. მომაღლო ადგილებზე და მთის კალთებზე არის სახნავი მიწები, მაგრამ პური და ქერი ყოველთვის არ მწიფდება. მთელი დანარჩენი ნაწილი ვაკესი წარმოადგენს მორწყულს მინდვრებს, ამიტომ აქ საუკეთესო საძოვრები და სათიბებია და მცხოვრებნი უმეტეს შემთხვევაში მისდევენ საქონლის მოშენებას, თუმცა ხვნა-თესვასაც არ აკლებენ ხელს.
 
==ისტორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლა“-დან