ჰილდერიხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/გიო ოქრო|გიო ოქრო]]|2=2018 წლის 27 ნოემბერი}}
'''ჰილდერიხი''' ({{Lang-xvn|Hildirîx}}; დ. დაახლ. [[460]] — გ. [[533]], [[კართაგენი]], [[ვანდალთა სამეფო]]) — [[ვანდალთა სამეფო|ვანდალების]] მეფე [[523]]–[[530]] წლებში. [[ჰუნერიხი|ჰუნერიხისა]]სა და [[ევდოკია (ვალენტინიანე III-ის ქალიშვილი|ევდოკიას]] ვაჟი, [[გაიზერიხი|გაიზერიხისა]]სა და [[დასავლეთ რომის იმპერია|დასავლეთ რომის იმპერატორ]] [[ვალენტინიანე III]]-ის შვილიშვილი.
 
ჰილდერიხი, სავარაუდოდ მისი აღზრდის გამო, ცდილობდა თავისი გავლენა გაეზარდა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] სამეფო კართან მჭიდრო კავშირის მეშვეობითა და [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურ ეკლესიასთან]] დათმობებით. ჯერ კიდევ ტახტზე ასვლამდე მან გადასახლებიდან დააბრუნა ეპისკოპოსები და ვაკანტური ადგილების შევსების ბრძანებაც გასცა. აღსანიშნავია, რომ ამ დროის ვანდალურ მონეტებზე [[იუსტინიანე I]]-ის პორტრეტებია გამოსახული, რაც ვანდალთა სამეფოს სიმბოლურ დამოკიდებულებას აღნიშნავდა ბიზანტიისადმი. [[პროკოპი კესარიელი|პროკოპი კესარიელის]] მიხედვით, ჰილდერიხი და იუსტინიანე ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის იმპერატორად გახდომამდე იყვნენ ახლო მეგობრები; იუსტინიანე [[იუსტინე I (ბიზანტია)|იუსტინე I]]-ის]] სიბერეში ასრულებდა სახელმწიფო მმართველის მოვალეობას.
 
ქვრივი დედოფალი ამალაფრიდა ([[თრასამუნდი|თრასამუნდის]] ცოლი), რომელიც [[ოსტგოთები|ოსტგოთების]] მეფის, [[თეოდორიხ დიდი|თეოდორიხ დიდის]] და იყო, ჰილდერიხის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. მას და მის მხარდამჭერ ოსტგოთებს ბრალი დასდეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში და სიკვდილით დასაჯეს. შურისძიების მიზნით თეოდორიხმა დაიწყო მზადება კართაგენზე გასალაშქრებლად. მალევე ააგეს ფლოტი. სულ ცოტა ათასამდე ხომალდს [[526]] წლის [[13 ივნისი|13 ივნისს]] უნდა დაეტოვებინა იტალიის სანაპირო, მაგრამ თეოფორიხი ავად გახდა და ამავე წლის [[30 აგვისტო|30 აგვისტოს]] გარდაიცვალა.
 
[[კატეგორია:დაბადებული 460]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 533]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰილდერიხი“-დან