ლევონ არონიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ლევონ არონიანი (დაბადებისას ლევ არონოვი) დაიბადა 1982 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში, სომეხი ქალის, სედას და ებრაელი კაცის, გრიგორი არონოვის ოჯახში. ჭადრაკის თამაში ლევონმა ხუთი წლის ასაკში, თავისი უფროსი და ლილიტისგან ისწავლა. მისი პირველი მწვრთნელი იყო ლიუდმილა ფინარევა ქალაქ ერევანის პიონერთა სასახლის საჭადრაკო წრიდან.
 
1994 წელს არონიანი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ქალაქ სეგედში, უნგრეთში. ამ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის არონიანმა მიიღო ფიდეს ჭადრაკის ოსტატის წოდება. 1995 წელს არონიანმა გაიმარჯვა კიდევ ერთი ტურნირში, ამჯერად 14 წლამდე ჭაბუკთა შორის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. 1996 წელს მიიღო საერთაშორისო ოსტატის წოდება. 1997 წელს არონიანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა შორის და მოსკოვში ჩატაარებული „კასპაროვის თასი“, რომელიც ჭაბუკთა შორის ჭადრაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. 1999 წელს არონიანი გახდა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი და მიიღო უფლება მიეღო მონაწილეობა სომხეთის შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ჭადრაკში, რომელიც მაშინ ბათუმში ჩატარდა. სომხეთის ნაკრებმა ეს ტურნირი მოიგო და უკან მოიტოვა უნგრეთისა და გერმანიის გუნდები. 2000 წლიდან ლევონ არონიანი დიდოსტატის წოდებას ატარებს. 2002 წელს მან კვლავ გაიმარჯვა 20 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩატარებულ ჩემპიონატში, ამჯერად ინდოეთში.
 
2001 წლიდან ლევონ არონიანი [[გერმანია]]ში ცხოვრობს.
 
2005 წელს არონიანმა ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასთან და ბორის ავრუხთან ერთად მოიგო ღია ტურნირი გიბრალტარსა და სტეპანაკერტეში. 2005 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც [[პოლონეთი]]ს დედაქალაქ [[ვარშავა]]ში ჩატარდა, არონიანმა დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი დაიკავა.
 
2005 წლის დეკემბერში არონიანმა თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და მოიგო [[ფიდე]]ს მსოფლიოს თასი ჭადრაკში, რომელიც ტარდებოდა ნოკაუტ-სისტემით [[რუსეთის ფედერაცია]]ში, ქალაქ [[ხანტა-მანსიისკი|ხანტა-მანსიისკში]]. ამ ტურნირის ფინალში არონიანმა დაამარცხა უკრაინელი კოლეგა, ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი ფიდეს ვერსიით რუსლან პონომარიოვი ანგარიშით 3:1 (0,5:0,5; 0,5:0,5; 1:0; 1:0). პირველი ოთხი პარტია დროის კლასიკური კონტროლით დამთავრდა ყაიმით, ხოლო დანარჩენი ორი, სწრაფი ჭადრაკის პარტია ლევონ არონიანმა მოიგო. ამ წარმატების შედეგად, არონიანმა მიიღო უფლება მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში. 2007 წლის გაზაფხულზე, პირველი შეხვედრა არონიანმა მაშინ ჯერ კიდევ ვუნდერკინდთან, ნორვეგიელ [[მაგნუს კარლსენი|მაგნუს კარლსენთან]] ჩაატარა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევონ_არონიანი“-დან