ლევონ არონიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ლევონ არონიანი''' ({{lang-hy|Լևոն Գրիգորիի Արոնյան}}; დ. 6 ოქტომბერი, 198...
 
No edit summary
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ლევონ არონიანი (დაბადებისას ლევ არონოვი) დაიბადა 1982 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში, სომეხი ქალის, სედას და ებრაელი კაცის, გრიგორი არონოვის ოჯახში. ჭადრაკის თამაში ლევონმა ხუთი წლის ასაკში, თავისი უფროსი და ლილიტისგან ისწავლა. მისი პირველი მწვრთნელი იყო ლიუდმილა ფინარევა ქალაქ ერევანის პიონერთა სასახლის საჭადრაკო წრიდან.
 
1994 წელს არონიანი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ქალაქ სეგედში, უნგრეთში. ამ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის არონიანმა მიიღო ფიდეს ჭადრაკის ოსტატის წოდება. 1995 წელს არონიანმა გაიმარჯვა კიდევ ერთი ტურნირში, ამჯერად 14 წლამდე ჭაბუკთა შორის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. 1996 წელს მიიღო საერთაშორისო ოსტატის წოდება. 1997 წელს არონიანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა შორის და მოსკოვში ჩატაარებული „კასპაროვის თასი“, რომელიც ჭაბუკთა შორის ჭადრაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. 1999 წელს არონიანი გახდა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი და მიიღო უფლება მიეღო მონაწილეობა სომხეთის შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ჭადრაკში, რომელიც მაშინ ბათუმში ჩატარდა. სომხეთის ნაკრებმა ეს ტურნირი მოიგო და უკან მოიტოვა უნგრეთისა და გერმანიის გუნდები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევონ_არონიანი“-დან