დუმუზი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: '''დუმუზი'''(შუმ: „ძე ჭეშმარიტი“,მოგვიანებით ცნო...)
 
 
==თაყვანისცემა==
ასირიოლოგები ჯერემი ბლექი და ენტონი გრინი დუმუზის კულტის ადრეულ ისტორიას აღწერენ როგორც კომპლექსურსა და გასაოცარს. შუმერის მეფეთა სიის მიხედვით დუმუზი ქალაქ ბად-თიბირას მეხუთე წარღვნამდელი მეფე იყო.{{sfn|Black|Green|1992|page=72}} დუმუზი მოხსენიებულია ქალაქ [[ურუკი]]ს ადრეულ მეფეთა შორისაც სადაც ნათქვამია, რომ ის მახლობელი სოფლიდან, კუარადან იყო ჩამოსული{{sfn|Black|Green|1992|page=72}} და ქალღმერთ ინანას მეუღლე იყო. ტექსტის ''მწყემსი დუმუზი'' მიხედვით, დუმუზი [[რძე|რძის]] წარმომშობად ითვლება, რომელიც ძველ შუმერში იშვიათი სეზონური პროდუქტი იყო, რადგანაც დიდხანს ვერ ინახებოდა.{{sfn|Jacobsen|2008|page=84}
 
}
==მითი==
დუმუზიმ ჯადოსნური სიზმარი ნახა, რომელშიც არაერთი სიმბოლო ენიშნა: თითქოს ლერწმის ტყე აღიმართა, ლაგვინიდან რძე აღარ დიოდა, ხე აღმოიფხვრა, სასმისი სარიდან ისე დავარდა, დაცლა ვერ მოასწრო, კომბალი გაქრა და მისი ვერძი ჩლიქებით მიწას თხრიდა.