რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 36:
 
=== კავკასიის ფრონტი ===
საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა კავკასიაში, კერძოდ [[საქართველო]]ში. ქართველებს იმედი მიეცათ, რომ [[აჭარა]] და მთელი სამხრეთ–დასავლეთსამხრეთ-დასავლეთ საქართველო ამჯერად მაინც დაუბრუნდებოდა დედასამშობლოს.
 
საომარი მოქმედებები კავკასიის ფრონტზე დაიწყო [[1877]] წლის 30 აპრილს. ამავე წლის მაისში რუსებმა აიღეს [[ბაიაზეთი]] და [[არტაანი]]. რუსეთის არმიამ არ ისარგებლა მოპოვებული უპირატესობით და [[ბათუმი]]ს მაგივრად გეზი [[ყარსი]]საკენ აიღეს, ბათუმზე შეტევა კი [[ოზურგეთი]]დან დაიწყეს. ამ სტრატეგიული შეცდომის წყალობით რუსეთის სარდლობამ ინიციატივა ხელიდან გაუშვა. რუსეთის არმიამ ყარსი ვერ აიღო, საჭირო გახდა ხანგრძლივი ალყა. ამან ოსმალეთის სარდლობას საშუალება მისცა ჯარების მობილიზება მოეხდინა. რუსეთის სარდლობა მიხვდა საკუთარ შეცდომას და [[არზრუმი]]ს მიმართულებით დაიწყო შეტევა. დაგეგმილი შეტევა დაგვიანდა და ამჯერადაც ხელიდან გაუშვეს უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. 1877 წელს ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს [[ერევანი|ერევნიდან]] ბაიაზითის მიმართულებით შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარები, ხოლო ამავე წლის 25 ივნისს [[ზივინი|ზივინთან]] განცდილი მარცხის შემდეგ რუსებმა დატოვეს ომის დასაწყისში დაკავებული ტერიტორიები. 1877 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე რუსეთის არმიის მდგომარეობა მცირე აზიის ფრონტზე მძიმე იყო. რუსებმა მარცხი განიცადეს ასევე აჭარის ტერიტორიაზე. ასევე დამარცხდნენ რუსები [[აფხაზეთი|აფხაზეთშიც]]. 1877 წელს ოსმალეთმა [[გუდაუთა]]სთან დესანტი გადმოსხა და [[სოხუმი]]საკენ დაიძრნენ. რუსებმა სოხუმი უბრძოლველად დატოვეს. თურქებმა თითქმის ნახევარი აფხაზეთი დაიკავეს. აფხაზეთში გენერალ [[იაკობ ალხაზიშვილი]]ს სარდლობიტ სასწრაფოდ გაიგზავნა დამხმარე ძალა, რომელიც რუსეთის რეგულარული ჯარისა და ქართული სახალხო ლაშქრისაგან შედგებოდა. გადამწყვეტი ბრძოლა [[ოქუმი|ოქუმთან]] თურქების მარცხით დამთავრდა და უკან დაიხიეს. 1877 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ჯარები სოხუმში დაბრუნდნენ. მალე თურქებმა აფხაზეთი მთლიანად დატოვეს.