პატარა ბატასინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა | სახელი = პატარა ბატასინი | სურათის ფაილი = Smew.both.arp.600pix...
 
No edit summary
ხაზი 27:
| fw =
}}
[[File:Mergellus albellus MHNT.ZOO.2010.11.33.1.jpg|thumb| ''Mergellus albellus'']]
'''პატარა ბატასინი''' ({{lang-la|Mergellus albellus}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მონოტიპური გვარის წარმომადგენელია. შუალედური სახეობაა [[ბატასინი|ბატასინსა]] და [[კოკონა|კოკონას]] შორის. კარგად ცურავს და ყვინთავს. მცირე ზომის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 38-44 [[სმ]], მამლის წონაა 510-935 [[გრამი|გ]], დედლისა 500-680 გ.<ref name="Gooders153">Gooders, С.153</ref> მამრი შეფერილია თეთრი ბუმბულით, ზურგი შავი აქვს, თვალის გარშემო გააჩნია შავი ლაქა, კისერზე იმავე ფერის „საყელო“. მდედრი მთლიანად ნაცრისფერ-შავია, თავი ყავისფერი, კისრის ზედა ნაწილი თეთრი. ბუდობს ჩრდილოეთ და საშუალო [[ტაიგა|ტაიგისა]], ტყეტუნდრის [[წყალსატევი|წყალსატევებში]] [[სკანდინავია|სკანდინავიიდან]] დასავლეთით [[ანადირი (მდინარე)|ანადირის]] აუზის აღმოსავლეთ ნაწილამდე, [[კამჩატკა|კამჩატკამდე]], [[ოხოტის ზღვა|ოხოტის ზღვის]] სანაპირომდე, [[ჰოკაიდო|ჰოკაიდომდე]]. იზამთრებს ბუდობის ადგილებიდან სამხრეთით. მიგრირებს [[შავი ზღვა|შავი]], [[ბალტიის ზღვა|ბალტიის]], [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვებისკენ]], [[ვადენზეე|ვადენზეესკენ]], აგრეთვე მისი გამოზამთრების ადგილებია [[პაკისტანი]], [[ჩინეთი]], [[იაპონია|იაპონიის]] კუნძულები, [[საფრანგეთი]], [[ინგლისი]], [[ალჟირი]], [[ტუნისი]], [[ეგვიპტე]], [[ერაყი|ერაყის]] ცენტრალური ნაწილი.<ref name="Scott222">Scott, С.222</ref> ბუდეს ხეებზე იკეთებს, მიწიდან 10 [[მეტრი|მ]]-ის სიმაღლეზე.<ref name="Kear">Kear, 2005</ref><ref name="Birdlife">{{cite web|url=http://www.birdlife.org/datazone/species/index.html?action=SpcHTMDetails.asp&sid=497|title=Smew (Mergellus albellus)|work=BirdLife Species Factsheet|publisher=BirdLife|accessdate=16 июля 2009|archiveurl=https://www.webcitation.org/66fBKtfda|archivedate=2012-04-04}}</ref> მასში დებს 5-11 (ძირითადად 7-9) მოთეთრო, ზოგჯერ მოყვითალო კვერცხს.<ref name="Carboneras">Carboneras, С.625</ref> ინკუბაცია 26-28 დღე-ღამე გრძელდება. ფრთიანდებიან 10 კვირის ასაკში. იკვებებიან ძირითადად სხვადასხვა სახის [[უხერხემლოები|უხერხემლოებით]], აგრეთვე [[თევზები|თევზითა]] და [[ამფიბიები|ამფიბიებით]]. სიცოცხლის მაქსიმუმი [[ევროპა|ევროპაში]] დაფიქსირდა [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებში]] (10 წელზე მეტი).