ტერაკოტის არმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
5.152.70.168-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{წყარო}}
უანდი]]ს საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა [[ძვ. წ. 210]] წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსაგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები იყო გაჭრილი. ისტორიკოსი სიმა ციანის (ჩინური ისტორიოგრაფიის მამამთავარი. ძვ.წ. 145-90 წწ.) მიხედვით, ამ მავზოლეუმზე მუშაობა დაიწყო ძვ.წ. 246 წელს, ცინ შიხუანდის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჯერ კიდევ იმპერატორად გახდომამდე). თავის ყველაზე განთქმულ ნაშრომში "შიჯი" ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და მშვენიერ ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით 100 მდინარე იყო იმიტირებული და მათ თავზე ჭერი შემკული იყო ციური სხეულებით. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რაც ადასტურებს სიმა ციანის ცნობათა სისწორეს.
[[ფაილი:Xian museum.jpg|right|thumb|ტერაკოტის ჯარისკაცების გათხრების ადგილი]]
 
'''ტერაკოტის არმია''' — 8099 ნატურალური მასშტაბის, გამომწვარი თიხის, [[ტერაკოტა|ტერაკოტისაგან]] დამზადებული ჯარისკაცების და მათი ცხენების გამოსახულება ქალაქ [[სიანი]]ს მახლობლად [[ჩინეთი]]. პირველი ქანდაკება აღმოაჩინეს [[1974]] წელს, შემთხვევით, ჭის გათხრისას.
უანდიტერაკოტის არმია მდებარეობს [[ცინი|ცინის დინასტიის]] იმპერატორ [[ცინ შიხუანდი]]ს საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა [[ძვ. წ. 210]] წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსაგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები იყო გაჭრილი. ისტორიკოსი სიმა ციანის (ჩინური ისტორიოგრაფიის მამამთავარი. ძვ.წ. 145-90 წწ.) მიხედვით, ამ მავზოლეუმზე მუშაობა დაიწყო ძვ.წ. 246 წელს, ცინ შიხუანდის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჯერ კიდევ იმპერატორად გახდომამდე). თავის ყველაზე განთქმულ ნაშრომში "შიჯი" ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და მშვენიერ ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით 100 მდინარე იყო იმიტირებული და მათ თავზე ჭერი შემკული იყო ციური სხეულებით. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რაც ადასტურებს სიმა ციანის ცნობათა სისწორეს.
 
მიუხედავად არქიტექტურული კომპლექსის ეფექტურობისა, სამარხი კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მაინც ტერაკოტისაგან გაკეთებული არმია წარმოადგენს, რომელმაც აღმოჩენისთანავე ფართოდ გაითქვა სახელი. ეს უდიდესი სკულპტურული ჯგუფი 1974 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა ფერმერთა ჯგუფმა წყლის ჭის თხრის დროს. არქეოლოგებმა დაიწყეს ძიება და მიაკვლიეს მიწის ქვეშ დამალულ უდიდეს სივრცეს, სადაც დამარხული იყო მეომრებისა და ცხენების დაახლ. 6 000 ტერაკოტის ფიგურა. ამის შემდეგ არქეოლოგებმა მეომრებისა და ცხენების ფიგურებით სავსე მეორე და მესამე ორმოც აღმოაჩინეს. სამივე ერთად 20 000 კვ/მ-ს მოიცავდა და 8 000 ფიგურას აერთიანებდა. ამ ისტორიული საგანძურის უკეთ დასაცავად პირველ ორმოს დაადგეს შენობა, რომელსაც ლითონის კამაროვანი გადახურვა აქვს და უზარმაზარ დარბაზს ქმნის. შენობა 230 მ-ის სიგრძის, 72 მ-ის სიგანისა და 22 მ-ის სიმაღლისაა. მასში ფეხბურთის ორი მოედანიც კი თავისუფლად დაეტევა. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1979 წელს. პირველი ორმოს დარბაზში მდგარი ადამიანი ხედავს დაახლოებით 1 000 მეომარსა და ცხენს, რომლებიც მიწიდან უკვე ამოღებული და გაწმენდილია. დანარჩენი ფიგურები სათითაოდ გაწმენდის პროცესშია. სამარხს ბოლომდე არ ხსნიან, რათა ფიგურები საიმედოდ იყვნენ დაცულნი მანამდე, სანამ მათი გაწმენდის დრო არ მოვა, რადგანაც მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწიდან ამოღების შემდეგ ზოგიერთი ფიგურის შეღებილი ზედაპირი ნელ-ნელა გახუნდა და გაფუჭდა. მნახველთათვის გახსნილია მთელი სივრცის მხოლოდ ერთი ნაწილი, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაც კი აკრძალულია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს (მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ს) მისცეს ნება გაევლო თავად ქანდაკებებს შორის და ახლოდან დაეთვალიერებინა ისინი.
Line 17 ⟶ 21:
ცხენების ფიგურებიც რეალისტურობითა და ცხოველის გარეგნობის დეტალების გადმოცემის სიზუსტით გამოირჩევიან: გადმოცემულია განსაკუთრებულად შეკრეჭილი ფაფარი, დაწნული და ბოლოში გაკვანძული ძუა, ზოგიერთ შემთხვევაში კი აღკაზმულობის მთელი კომპლექტიც. ცხენების ყურები შემართულია, თვალები - ფართო, პირი - ღია. მათი სიმაღლე 1,5 მეტრია, თავი საშუალო ზომისაა, ფეხები - შედარებით მოკლე.
 
სამარხი, ასევე, გამორჩევა საბრძოლო იარაღების სიმდიდრით. მეომარი სამეფოების პერიოდში (ძვ.წ. 475-221 წწ.) ერთმანეთს 7 სამეფო ებრძოდა და მათ მმართველებს შორის შეჯიბრებამ იარაღის გაუმჯობესებასა და დახვეწას შეუწყო ხელი. ცინის დინასტიის დამკვიდრების პერიოდისათვის იარაღი უკვე ძალიან განვითარებული იყო. სამარხში აღმოჩენილ თითოეულ მეომარს ბრინჯაოს ნამდვილი იარაღი ეჭირა ხელში. ისინი ძირითადად სამი ტიპის იყო: მშვილდ-ისრები, გრძელი და მოკლე შუბები. რაც ყველაზე საოცარია, იარაღი ჯერ კიდევ ბასრი და მბზინვარე იყო. ისინი 2 000 წლის განმავლობაში მიწაში ყოფნის შემდეგაც კი არ დაჟანგულა (იმათ გარდა, რომლებიც დაჭეჭყილი და დაზიანებული იყო). მიწისგან გაწმენდის შემდეგ იარაღები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს, ეს-ესაა სახელოსნოდან მოიტანესო. იარაღები სპილენძის, კალისა და ტყვიის შენადნობისგანაა დამზადებული, ოღონდ განსხვავებულ სახეობებში მათი პროცენტული წილი სხავდასხვაგვარია. ცინის დინასტიის პერიოდში მეტალურგია განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე იდგა. მაგალითად, სამეცნიერო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ იარაღს წასმული ჰქონდა მარილის სპეციალური ხსნარი, რომელიც იცავდა ლითონს გაზარდადაჟანგვისაგან.
 
ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი იმპერიის ძლიერების გამოხატულება იყო და მისი აგებით ჩინეთის პირველმა იმპერატორმა სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი არამხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაშიც. ტერაკოტის არმია აღმოჩენის მომენტიდან ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა და ამ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველ ტურისტთა რაოდენობა ერთიორად გაზარდა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==