ელენე ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.120.202-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 25:
 
==ბიოგრაფია==
[[1922]] წელს სწავლობდა [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიაში]]. იყო [[გიორგი გაბაშვილი (მხატვარი)|გ. გაბაშვილის]] მოწაფე<ref>{{cite web|url=http://www.ambioni.ge/tamami-da-eqscentriuli-elene-axvlediani|title=თამამი და ექსცენტრიული ელენე ახვლედიანი|publisher=„ამბიონი“|date=24 იანვარი, 2012|accessdate=29 ნოემბერი, 2018}}</ref> იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, [[კოლაროსის აკადემია]]ში ([[1922]]–[[1927]]).<ref>{{cite web|url=http://gendermediator.ge/ელენე-ახვლედიანი---მხატვარი/n25|title=ელენე ახვლედიანი — მხატვარი|publisher=„გენდერმედიატორი“|accessdate=29 ნოემბერი, 2018}}</ref> [[1927]] წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
 
განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ ([[1924]], კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ ([[1924]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ ([[1926]], კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ ([[1926]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ ([[1927]], კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ ([[1954]]), „იმერეთი“ ([[1956]], ორივე საქართველოს სურათების გალერეა, [[თბილისი]]), „შემოდგომა“ ([[1959]], კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.
ხაზი 31:
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა [[1928]]-იდან დაიწყო [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის თეატრში]] ([[ქუთაისი]]) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 [[სპექტაკლი]], როგორც [[თბილისი]]ს და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
 
აღსანიშნავია [[ზაქარია ფალიაშვილი|ზ. ფალიაშვილის]] „აბესალომ და ეთერი“ ([[1942]]–[[1943]], [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი]]), [[ზურაბ ანტონოვი|ზ. ანტონოვის]] „მზის დაბნელება საქართველოში“ ([[1932]]–[[1933]], კ. მარჯანიშვილის თეატრი), [[ჯაკომო პუჩინი|ჯაკომო პუჩინის]] „ბოჰემა“ ([[1944]]–[[1945]], მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), [[ჯუზეპე ვერდი|ჯ. ვერდის]] „[[ბალ-მასკარადი]]“ ([[1955]]–[[1956]], კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის [[ვაჟა-ფშაველა]]ს მოთხრობებისა და პოემების, [[მარკ ტვენი]]ს „ტომ სოიერის თავგადასავალი“, [[ჰენრი ლონგფელო|ჰენრი ლონგფელოს]] „ჰაიავათას სიმღერის“, [[ვიქტორ ჰიუგო|ვიქტორ ჰიუგოს]] რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის [[ბავშვთა სურათების გალერეა]]. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.<ref>{{cite web|url=http://imedi.fm/archives/44495|title=დღეს ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა|publisher=imedi.fm|date=18 აპრილი, 2017|accessdate=29 ნოემბერი, 2018}}</ref>
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
ხაზი 45:
* ''Беридзе В.'', Езерская Н., Исскуство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;
{{ქსე|2|104-105|კარბელაშვილი მ.}}
{{ქე|1|298}}
* ''კარბელაშვილი მ.'', ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 298, თბ., 1997
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 67, თბ., 1994
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{nplg ბიოგრაფია|00001542}}
* [http://burusi.wordpress.com/art/elene-akhvlediani/ ელენე ახვლედიანის ცხოვრება, შემოქმედება, მოგონებები, გალერეა] — ბურუსი
 
* [http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/06/elene-axvlediani ელენე ახვლედიანის ბიოგრაფია] — ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია
* [http://www.modernism.ge/index.php?action=page&p_id=113&lang=geo ელენე ახვლედიანი] — Modernism.ge
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
Line 56 ⟶ 59:
{{ქართული მოდერნიზმი}}
 
{{ავტორიტეტული წყაროები}}
{{DEFAULTSORT:ახვლედიანი, ელენე}}
 
Line 66 ⟶ 70:
[[კატეგორია:თელავში დაბადებულები]]
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო მხატვრები]]