თმოგვის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.212.179-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 26:
 
== ისტორია ==
წყაროებში პირველად იხსენიება '''X''' საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. '''X''' საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ.
XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ [[914]] წელს არაბთა სარდალმა [[აბულ-კასიმი|აბულ-კასიმმა]] აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა. {{ციტატა|მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით...}}
X საუკუნის პირველ ნახევარში თმოგვი და ჯავახეთის დიდი ნაწილი აშოტ კურაპალატის ვაჟის ადარნასეს შთამომავალთა მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. X საუკუნის ბოლოს კი ჯერ აფხაზთა მეფეების ხელშია, შემდეგ სამეფო ციხეა და თვით ჯავახეთის გამგებელი ერისთავიც გაერთიანებული საქართველოს მეფის [[ბაგრატ III]]-ის ხელქვეითია. [[1011]]-[[1012]] წლებში, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში თმოგვი გვხვდება, როდესაც ბაგრატ მეფემ კლარჯეთის მეფენი სუმბატ და გურგენი {{ციტატა|პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგვისასა, და მუნ ციხეს შინა გარდაიცვალნეს.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თმოგვის_ციხე“-დან