[[ფაილი:MeijiJoukyou.jpg|მინი|იმპერატორის გადასვლა [[კიოტო]]დან [[ტოკიო]]ში, 1868 წლის ბოლოს]]
'''მეიძისმეიჯის რესტავრაცია''' (明治維新 Meiji Ishin?), აგრეთვე ცნობილი როგორც '''მეიძიმეიჯი ისინ''', '''რევოლუცია''', ან '''განახლება''' — მოვლენათა სერია, რომლებსაც შედეგად [[იაპონია|იაპონიის]] პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებში უზარმაზარი ცვლილებები მოჰყვა. ეს მოვლენები ხდებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, პერიოდში, რომელიც მოიცავს გვიანდელ [[ედო]]ს პერიოდს (რომელსაც ხშირად გვიან ტოკუგავას სიოგუნატს უწოდებენ) და [[მეიძი]]ს ერის დასაწყის. ამ მოვლენათა ყველაზე მნიშვნელოვანი აღწერა უცხოელის თვალით ეკუთვნის სერ [[ერნესტ სატოუ]]ს წიგნში "დიპლომატი იაპონიაში" (1862-1869). რესტავრაცია კომოდირი [[მეთიუ პერი]]ს [[შავი გემები]]ს ჩამოსვლით იაპონიის გახსნის პირდაპირი პასუხი იყო, რამაც იმპერიული იაპონია ზესახელმწიფოდ აქცია.