არაბობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.152.70.85-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
VIIს-ის 40იან წლებში
ხაზი 7:
# IX საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის შუაწლებამდე (ახლო და შუა აღმოსავლეთში [[სელჩუკები]]ს გაბატონებამდე). ამ პერიოდში არაბობა საქართველოში, როგორც არაბთა ბატონობა, ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო და იგი მხოლოდ გადმონაშთის — თბილისის საამიროს სახით არსებობდა.
 
პირველად არაბები საქართველოში 642VIIს-643ის 40იან წლებში შემოიჭრნენ, მაგრამ ამ ლაშქრობას არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, არაბები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მხოლოდ [[ირანი]]ს (651) და [[სომხეთი]]ს (652) დაპყრობის შემდეგ დაიწყო არაბების სისტემატური ბრძოლა საქართველოში გაბატონებისათვის. პირველად არაბებმა [[ქართლი]] დაიმორჩილეს 654-655 [[ჰაბიბ იბნ მასლამას შემოსევები საქართველოში|ჰაბიბ იბნ მასლამის შემოსევის]] შედეგად. არაბ-ქართველთა ურთიერთობას განსაზღვრავდა „[[დაცვის სიგელი]]“, რომლითაც ქართლის მოსახლეობა არაბების სასარგებლოდ ხარკს იხიდიდა. ამჯერად არაბთა ბატონობა ქართლში მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ქართველებმა ისარგებლეს სახალიფოში ტახტისათვის ატეხილი შინაომით (651-661) და არაბებს ხარკის მიცემა შეუწყვიტეს. VII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს არაბებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი ბატონობა ქართლში. საქართველოსათვის ბრძოლაში არაბებს [[ბიზანტია|ბიზანტიის იმპერია]] ეცილებოდა. 685 წელს სახალიფოსა და ბიზანტიას შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც კუნძულ [[კვიპროსი]]დან, სომხეთიდან და იბერიიდან მიღებული ხარკი ამ ორ ქვეყანას თანასწორად უნდა გაეყო. მაგრამ ქართველი ხალხი არც ერთ დამპყრობელს არ ემორჩილებოდა. 686 წელს ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა. ქართლის ერისმთავარმა [[ნერსე I|ნერსემ]] სასტიკად დაამარცხა სომხეთში მყოფი არაბთა სარდალი ბარაბა. ამავე ხანებში არაბებს ამიერკავკასიაში ბატონობას ეცილებოდა ხაზართა სახელმწიფოც. VII საუკუნის 80-იან წლებში ხაზარები ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. არაბებს მათთან მძომე ბრძოლა მოუხდათ. ქართველები ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ ხაზარ-არაბთა მეტოქეობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
 
[[697]] [[ეგრისი]]ს (დასავლეთ საქართველოს) მმართველი [[სერგი ბარნუკის ძე]] ბიზანტიელების წინააღმდეგ აჯანყდა და თავისი სამფლობელო არაბებს გადასცა. არაბებმა დაიკავეს ეგრისის დედაქალაქი ციხეგოჯი (ახლანდელი [[ნაქალაქევი]]) და რამდენიმე ციხე [[კოდორის ხეობა]]ში, მაგრამ მალე დატოვეს დასავლეთი საქართველო. VIII საუკუნის დასაწყისში არაბები დამკვიდრნენ ქართლში. 704-705 წლებში მათ აქ საკუთარი ვერცხლის მონეტა მოჭრეს. VIII საუკუნის 20-იან წლებში ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის განსამტკიცებლად [[ხალიფა]] [[ჰიშამი|ჰიშამმა]] გამოგზავნა დამსჯელი ჯარი [[ჯარაჰის შემოსევები საქართველოში|ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის]] სარდლობით. ამავე მიზნით 30-იან წლებში გამოგზავნეს [[მარვან II იბნ მუჰამადი|მურვან იბნ მუჰამადი]] (ქართული წყაროებით — [[მურვან ყრუ]]). 735-736 წლებში [[მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში|მურვანმა ააოხრა საქართველო]]. ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავიანთი მოხელე ([[ამირა]]) დანიშნეს. მისი რეზიდენცია თბილისში იყო. არაბთა ბატონობა საქართველოში სტაბილური გახდა.