რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 70:
 
== საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1917) ==
{{მთავარი|საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში}}
[[ფაილი:Knorring 2 Karl Bogdanovich.jpg|მინი|კარლ ბოგდანის ძე კნორრინგი საქართველოს მთავარსარდალი (1801-1802) წ.წ.]]
[[1802]] წლის მაისში თბილისში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება რუსეთის მიერ შექმნილმა "[[საქართველოს სამმართველო]]მ", [[საქართველო]]ს მმართველის თანამდებობაზე [[კარლ კნორინგი]] დაინიშნა, რომელსაც [[მთავარმმართველი|მთავარსარდალი]] ეწოდა. [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს ტერიტორია დაიყო ხუთ ნაწილად: [[გორი]]ს, [[დუშეთი]]ს, [[ლორე|ლორის]], [[თელავი]]ს და [[სიღნაღი]]ს უეზდებად (რეგიონებად), უეზდების მმართველებად რუსი მოხელეები დაინიშნენ, რომლებსაც "კაპიტან-ისპრავნიკები" ეწოდათ. ქალაქების მმართველებად დაინიშნენ რუსი ოფიცრები, რომლებსაც "კომენდანტები" ეწოდათ, დამპყრობლებმა ასევე გააუქმეს ქართული სამართალი და სამართალწარმოება რუსულ სისტემაზე გადაიყვანეს. საქართველოში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ პირველი, რაც [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ გააკეთა, იყო [[ბაგრატიონები]]ს სამეფო ოჯახის დევნის დაწყება, კერძოდ სამეფო ოჯახის ყველა წევრის დაპატიმრება და მათი რუსეთში გადასახლება, ხოლო მათ ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ხელისუფლებას, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ რუსეთში. მიზეზი მმართველი დინასტიის სასტიკი დევნისა იყო ის, რომ არასოდეს ბაგრატიონები არ შეეგუებოდნენ საქართველოს დაპყრობას და ანექსიას, ამიტომ ისინი აუცილებლად იბრძოლებდნენ საქართველოს მტრისაგან გასათავისუფლებლად, თავის მხრივ ბაგრატიონები მარტო არ იქნებოდნენ თავიანთ ბრძოლაში, რადგან ქართველი [[ერი]] არ შეეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და ყოველთვის მხარში ამოუდგებოდნენ სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს კარგად იცოდნენ სანქტ-პეტერბურგში ამიტომ, საქართველოში მყოფ რუსეთის არმიის ნაწილებს და რუს ჩინოვნიკებს, უპირველეს მიზნად დაუსახეს ბაგრატიონების საქართველოდან გასახლება, ხოლო რა მეთოდებით გააკეთებდნენ დამპყრობლები ამას, მნიშნვნელობა არ ჰქონდა. გასახლება დაიწყო [[1801]] წელს, თავდაპირველად გაასახლეს [[გიორგი XII]] შვილები, უფლისწულები: [[ბაგრატი]], [[დავითი]], [[იოანე]] და [[მიხეილი]]. უფლისწულების ნაწილი არ დაემორჩილა რუსეთის ხელისუფლებას და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს, ამასობაში [[1803]] წელს გაასახლეს [[ერეკლე II]]-ს მეუღლე დედოფალი [[დარეჯანი]], იმავე წელს რუსებმა გადაწყვიტეს გაესახლებინათ გიორგი XII-ს მეუღლე დედოფალი [[მარიამი]], რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა საქართველოს დატოვებაზე, რადგან დედოფალი ვერ აიძულეს საკუთარი ნებით დაეტოვებინა თბილისი, [[გენერალი]] [[ლაზარევი]] შეიჭრა სასახლეში და ძალით სცადა დედოფლის გამოყვანა, რაც რუს გენერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მარიამმა სასახლეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ლაზარევი მოკლა. მომდევნო, [[1804]] წელს უკვე უფლისწულები [[იულონი]] და [[ფარნაოზი]] დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან. რამდენიმე წლის განმავლობაში რუსებმა გაასახლეს ბაგრატიონების სამეფო საგვარეულოს თითქმის ყველა წევრი, გასახლებას გადაურჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც თავი სპარსეთს, ოსმალეთს ან [[ჩრდილოეთ კავკასია]]ს შეაფარეს, საიდანაც ისინი კვლავ აგრძელებდნენ აქტიურ ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. 1802 წლიდან საქართველოში დაიწყო აჯანყებების, პოლიტიკური გამოსვლების და შეთქმულებების მთელი სერია, რომლებიც ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად საქართველოს გათავისუფლებას ისახავდნენ. თუმცა რუსეთი არ შემოფარგლულა მხოლოდ [[აღმოსავლეთ საქართველო]]ს დაპყრობით და მისი შენარჩუნებით, რუსეთის ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა სრულად დაეპყრო საქართველო, ამიტომ მათ ენერგიული ქმედებების განხორციელება დაიწყეს [[დასავლეთ საქართველო]]ს დასაპყრობად.