რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 91:
=== სვანეთის ანექსია ===
[[ფაილი:Geo svan.JPG|მინი|სვანეთის სამთავროს დროშა (XVII-XIX) ს.ს.]]
[[სვანეთი]]ს დაპყრობა [[რუსეთის იმპერია]]მ ყველაზე გვიან დაიწყო [[საქართველო]]ს სამეფო-სამთავროებს შორის, ამის მიზეზი იყო სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობა და იქ ეფექტური კონტროლის დამყარების სირთულე, ამიტომ იმპერიამ საქართველოს ამ მხარეს ყურადღება მხოლოდ [[1830]]-ან წლებში მიაპყრო, [[XIX საუკუნე]]ში სვანეთში შემდეგი ვითარება იყო შექმნილი: სვანეთის ნაწილი თავისუფალ თემს წარმოადგენდა და ფეოდალებს არ ემორჩილობადა, მას [[თავისუფალი სვანეთი]] ეწოდებოდა, ხოლო უშუალოდ [[სვანეთის სამთავრო]] მოიცავდა [[ზემო სვანეთი]]ს დასავლეთ ნაწილს ე. წ. [[ბალის ქედი]]დან ([[ლატალი]]ს დასავლეთით) [[ცხვიმზაგარა]]მდე, შედგებოდა [[ბეჩო]]ს, [[ლეჩყანა|ლეჩყანის]], [[ეცერი]]ს, [[ცხუმარი]]სა და [[ჩუბეხევი]]ს თემებისაგან და დადეშქელიანების ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელოს წარმოადგენდა. XIX საუკუნის 20-30-ან წლებში ძმებს თათარხან და ციოყ დადეშქელიანებს შორის მთავრობისთვის ბრძოლა დაიწყო, ამით ისრაგებლეს რუსებმა და ურჩიეს ძმებს მიეღოთ რუსეთის ქვეშევრდომობა, რაც თავისთავად ნიშნავდა ხელისუფლების შენარჩუნებას, [[1832]] წელს [[თათარხან დადეშელიანი|თათარხან დადეშელიანმა]] მიმართა რუსეთს ქვეშევრდომობის თხოვნით. ასევე მოიქცა მისი ძმა-[[ციოყ დადეშელიანი|ციოყიც]], [[1833]] წელს სვანეთი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. რუსეთმა ორივე ძმა დაამტკიცა სვანეთის მთავრად, რათა ესარგებლა ძმებს შორის არსებული უთანხმოებით, თუმცა იმპერიის ხელისფულებას სვანეთში მისი გეოგრაფიული მდებარეობის და ნაკლებად სტატეგიული მნიშვნელობის გამო სამხედრო ნაწილები არ შეუყვანია, ამიტომ სვანეთი [[1840]]-იანი წლების ბოლომდე დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობდა, მაგრამ 1840-იანი წლების ბოლოდან იმპერიამ დაიწყო სვანეთის მთავრების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. სვანეთისთვის დამოუკიდებლობის წართმევა საბოლოოდ გადაწყდა [[ყირიმის ომი]]ს დასრულების შემდეგ. [[1858]] წელს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა წერტილი დაესვა სვანეთის დამოუკიდებლობისთვის და მიიღო სამთავროს გაუქმების გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია 1833 წელს დადებული ხელშეკრულება სვანეთის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის. 1858 წელს სვანეთის სამთავრო გაუქმდა,და [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] შემადგენლობაში იქნა შეყვანილი, სვანეთი იქცა საქართველოს მეოთხე პოლიტიკურ ერთეულად, რომლის ანექსირებაც რუსეთმა მოახდინა. ხოლო მმართველი დინასტიის წევრებს ყველა პრვილეგია ჩამოართვეს, ნაწილი კი რუსეთში გაასახლეს, ასევე [[1857]] წელს წინააღმდეგობის გაწევის გამო [[კონსტანტინე დადეშქელიანი|კონსტანტინე]] [[დადეშქელიანი]] დახვრიტეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო და კარგად წარმოაჩინა რუსეთის იმპერიის ბრუტალური სახე.
 
=== აფხაზეთის ანექსია ===